"ღამურების" ქართველმა მეკარემ, გიორგი მამარდაშვილმა, შესანიშნავი მატჩი ჩაატარა. "მამარდამ" არაერთი რთული ბურთი მოიგერია და ესპანურმა მედიამ მის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა. გთავაზობთ მათ შეფასებებს:
"ვალენსიას" გმირი ჯილდოს გარეშე დარჩა. ქართველი ბრწყინვალედ გაისარჯა. მიუხედავად იმისა, რომ "ვალენსია" ფინალში ვერ გავიდა, "ღამურებმა" ტურნირი თავაწეულმა დატოვა. "მამარდამ" დაამტკიცა, რატომ იზრდება მისი ღირებულება ასე სწრაფად. 96-ე წუთზე ვინისიუსის დარტყმული მოიგერია და გუნდს შანსი შეუნარჩუნა, "მამარდამ" ბრაზილიელს ერთი
"ქართველმა შესანიშნავად ითამაშა. "რეალი" მთელი მატჩის განმავლობაში სახიფათოდ უტევდა, თუმცა "მამარდა" "ვალენსიას" გადასარჩენად მუდამ მზად იყო" - Superdeporte.
"კარის ხაზზე შესანიშნავია, თუმცა პრესინგის დროს ფეხით თამაში უჭირს. ქართველმა "ღამურები" გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა" - Eldesmarque.
"მამარდაშვილი "ვალენსიას" მხსნელად მოევლინა. როგორც ძირითად, ასევე დამატებით დროშიც დამაჯერებლად გამოიყურებოდა. პენალტების სერიაში მოდრიჩის დარტყმულს შეეხო, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა" - AS.
ჯენარო გატუზოს გუნდი მორიგ მატჩს 18 იანვარს, ესპანეთის თასზე "სპორტინგის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 22:00 საათზე გაიმართება.
გატუზო: ვამაყობ გუნდით - მამარდაშვილმა 4 თუ 5 ძალიან რთული ბურთი მოიგერია
მამარდაშვილი შესანიშნავი იყო - "ვალენსია" "რეალთან" პენალტების სერიაში დამარცხდა [VIDEO]