იტალიელი სპეციალისტი აპირებს ჩვენებურს უთხრას, რომ მიუხედავად ბოლო ორ თამაშში მცირედი ჩავარდნისა, მას კვლავ ენდობა და მნიშვნელოვან ფეხბურთელად თვლის.
სპალეტიმ იცის, რომ ეს ფსიქოლოგიური პრობლემაა და ასეთ დროს ვარსკვლავობიდან კვარაცხელიას მსგავსი მოთამაშეები ნორმალურ ფეხბურთელებს ემსგავსებიან.
შეგახსენებთ, რომ "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" შეხვედრა 13 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.