დიდი მატჩის დღე! კვარაცხელიას გრანდები არ აშინებს, რა იქნება "იუვენტუსთან"?

AutoSharing Option
დღეს, 13 იანვრის ღამეს, იმ დროისთვის (23:45 სთ), როცა საქართველოში კალანდის (ძველით ახალი წელი) აღსანიშნავად ემზადებიან, დიდი მატჩი დაიწყება - "ნაპოლი" "იუვენტუსს" "დიეგო მარადონაზე" უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიას კვლავ პირველივე წუთებიდან ველით.

Sportall.Ge

იმის შესახებ დეტალურად მოგახსენეთ, რომ ტურინელებს ნეაპოლურ არენაზე თამაში უჭირთ და ახლაც დიდ ბრძოლას ველით. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მე-2 ადგილზეა და ლიდერთან მარცხი იქნებ სკუდეტოსთვის ხელის ჩაქნევის ფასადაც კი დაუჯდეს (ამჟამად 7 ქულით ჩამორჩება). თავის მხრივ, "ინტერთან" წაგების (0:1) შემდეგ "ნაპოლი" ყველაფერს გაიღებს, ასეთ მოკლე დროში ქულების დაკარგვა თავიდან
მაქსიმალურად აირიდოს, ამავდროულად კი, უშუალო კონკურენტის ძლევით როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაიმყაროს.

რა შეიძლება ვნახოთ ისეთი, რაც ახლად დაწყებულ 2023 წელს ჯერ არ ყოფილა? - ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი მოქმედება (გოლი/საგოლე პასი). ქართველ გარემარბს, რომელსაც ტრავმის გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა, ოფიციალურ შეხვედრებში 28 ოქტომბრის შემდეგ არ გაუტანია. "კვარა", თუნდაც წინა ტურში, "სამპდორიას" წინააღმდეგ მშვენიერი იყო, თუმცა სიზუსტე დააკლდა. ჩვენებურს ხომ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 8 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს. კვარაცხელიას გრანდები არ აშინებს - "მილანის" მცველები ააწიოკა, "ლაციოს" გამარჯვების გაუტანა, "ლივერპულის" სახელოვანი უკანახაზელები არ შეიმჩნია... "იუვენტუსის" მარჯვენაფლანგელი ხუან კუადრადო ტრავმირებულია და ხვიჩას შეჩერება ამპლუით ცენტრში მოთამაშემ, ამერიკელმა ვესტონ მაკკინმა უნდა სცადოს. ტურინელებს არც დე შილიო და ბონუჩი ეყოლებათ, "კვარადონასთან" ახლოს კი ბრაზილიელ დანილოს ვიხილავთ. "ბებერ ქალბატონს" სხვა დანაკლისიც აქვს, მაგალითად, სერბი ფორვარდი ვლაჰოვიჩი, თუმცა ალეგრის ბიჭები კარგ ფორმაში არიან და სერია "ა"-ში დიდი ხანია (ზედიზედ 8 მატჩი), რაც გოლი არ გაუშვიათ.

Sportall.Ge

საინტერესოა, ლუჩანო სპალეტი გასულ მატჩში გამოყენებულ შემადგენლობას რამდენად შეცვლის. ვარაუდობენ, რომ კოსოვოელი მცველი ამირ რაჰმანი და პოლონელი ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი სასტარტო თერთმეტეულს დაუბრუნდებიან. ანხელ დი მარიას შეჩერება ნეაპოლელების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იქნება. საინტერესოა, რომ ჯოვანი სიმეონემ "იუვეს" აქამდე 3 გუნდის მაისურით 6 გოლი გაუტანა და ამის შანსი მეოთხითაც აქვს. 

ნეაპოლელებს 39 ბურთი აქვთ გატანილი, მათ დღევანდელ მეტოქეს კი მხოლოდ 7 გაშვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესი შეტევა ასეთივე დაცვას უპირისპირდება. მატჩს 45 წლის დანიელე დოვერი განსჯის, რომელსაც მიმდინარე სეზონში "იუვენტუსი"-"ინტერიც" ანდეს, ნეაპოლელების შეხვედრას კი პირველად გაუძღვება.

altკვარაცხელიამ რომ კავანი გაიმეოროს... - "ნაპოლი" "იუვენტუსისთვის" სირთულეა

alt"ნაპოლი"-იუვენტუსი". სპალეტის და ალეგრის კომენტარები და კომპლიმენტები

მკითხველის კომენტარები / 23 /
მესმის , რომ ხვიჩამ იმზელაზე ასწია თამასა, ერთი უგოლო თამაშიც უკვე ჩავარდან მიიჩნევა და კრიტიკა იწყება, მაგრამ ჩემი აზრით 21 წლის ტალანტისთვის ყველა მატჩის კარიერის გადამწყვეტ მატჩად ჩათვლა დიდი სისულელეა. დიდი ხანია თვალს ვადევნებ ხვიჩას და ხალხში ყველა თამაშის მერე ერთი და იგივე რეაქციაა,19 წლის ხვიჩა თუ რუბინში თამაშს ჩააგდებდა, მაშინაც იძახდნენ დამთავრდა მაგის ფეხბურთიო. დღეს რომ წააგონ ან გოლი არ გაიტანოს უკვე ხალხი კბილებს ილესავს წინასწარ . ეგ ძალიან არა ჯანსაღი დამოკიდებულებაა.
კიდევ მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოდან ამდენი დელეგაციის ჩასვლა და თუ ვინმე ეკრანზე გამოჩენილა, ყველას ნეაპოლში ვიზიტი, ცოტა ზედმეტად მეჩვენება. არვიცი შეიძლება ვცდები :))
ყველა ცდილობს ჩავიდეს, მის ოჯახს შეხვდეს, მამამისთან ფოტოები გადაიღოს.
რავიცი, ერთი ადამიანისგან არ მახსოვს მხარდამჭერი პოსტი, როცა ომი დაიწყო, ხვიჩა რუსეთს შემორჩა და აქ ლამის მტრად გამოაცხადეს. როცა უჭირდა, ერთი მხარდამჭერი წერილიც კი არავის გამოუქვეყნებია. ყველა ჩუმად უყურებდა, როგორ დაათრევდნენ ტელევიზიიდან ტელევიზიაში და ეძახდნენ რუსეთუმეს, უკრაინელი ბავშვების მკვლელს, კონფრომისტს, ფულზე გაყიდულს და ასე შემდეგ.
ქართული ელიტა იმას ეტენება, ვისაც წარმატებულად და გავლენიანად თვლის. სად იყო ეგ ხალხი აქამდე? დღეს ხომ არ გამოჩნდა ხვიჩა?
ამდენ ფარისევლობას რომ ვხედავ ძალიან მაღიზიანებს.
უბრალოდ პირველი ასეთი ხალხი გადაუვლის, როცა ფეხი დაუცდება...
Spain
13 იანვარი 2023 11:57
3
გასაგებია, თუმცა ამ საიტზე და კონკრეტულად ამ ავტორისგანაც მაშინ გვინახავს მხარდაჭერაც
ნიკა
13 იანვარი 2023 12:46
0
მთლად მასეც არ არის.სტატიის ავტორიც იცავდა რამდენჯერმე და ჩემი ჩათვლით,რამდენიმე გულშემატკივარიც.სამწუხაროდ ჩვენი ხმა,უამრავ ხმაში იკარგებოდა.ამის გარდა,ზომიერად კრიტიკოსებიც იყვნენ,მოყვარის პოზიციიდან რომ აკრიტიკებდნენ და არც ეგ არის დასაძრახი.
სოსო
13 იანვარი 2023 18:27
0
ყველა გამოხმაურება
ავტორსაც სწამს ხვიჩას გოლის და ჩვენც, კალანდას გილოცავთ!
რომაელი
13 იანვარი 2023 11:49
3
ძმებო ახლა წავიკითხე ჟოაო ფელიქსი ჩელსიში გადავიდაო, ხოდა 125 მილიონ ევროდ ნაყიდმა კაცმა 3 წლის მანძილზე 94 მატჩში გაიტანა 24 გოლი და გააკეთა 14 საგოლე გადაცემა-ო. ხვიჩას კიდე 14 მატჩში 6 გოლი, 5 ასისტი და ყველა ტურნირზე კიდე, ანუ 20 მატჩში გატანილი აქვს 8 გოლი, 8 საგოლე პასი და მოპოვებული აქვს 3 პენალტი.
ხოოდა ვაცალოთ 94 და მეტი მატჩის თამაში და მერე ვითვალოთ ვიჩას მონაგარი.

აბა შენი იცი ხვიჩა, დაგვიბედე შენი, ჩვენი და საქართველოს გამარჯვებების წელი 2023- დან
მალხაზ ჯობავა
13 იანვარი 2023 14:19
7
125 მილიონი არა ტოროლა 12მლნ. გუშინ პირველად ითამაშა პორტუგალიელმა ჩელსიში და წითელიც აიკიდა
დავით 67
13 იანვარი 2023 15:47
5
ხვიჩას გარდა მოედანზე კიდევ 10 ნაპოლის ფეხბურთელი იქნება ნუ გაუბურღეთ ბიჭს ტვინი
???
13 იანვარი 2023 11:41
3
ეს თამაში გადამწყვეტი თუ არა ძალიან დიდი მნიშვნელობისაა და სპალეტიმ რააღაცა ახალი უნდა მოიფიქროს და რქებივით არ მიაწვეს ისევ სწორხაზოვან შეტევებს და ხშირად არაფრისმომცემ მოკლე პასებს და ამით ბურთის შენარჩუნების მცდელობას ! უკვე რამდენჯერ ითქვა რომ ხვიჩას 2-3 და ხანდახან 4 მეტოქეც რომ ეხვევა მაგ დროს დაცვის ცენტრი მოშიშვლებული რჩება და ძალიან ადვილია იქ შესვლა (და აქ მგონია ზელინსკიზე მეტად რასპადორი გაამართლებს) ჯერ სლუცკის და ეხლა სპალეტისაც რამდენი კრიტიკა შეხვდათ რომ კარგად არ იყენებდნენ ხვიჩას ფაქტორს შეტევაში @ ნუთუ ასე ძნელია ამის გაკეთება ეხლა ??? თუ ასე ძნელი და შეუძლებელია მაშინ სპალეტიმ შეტევაში კვარა-ოსიმენი-ელმასის ტრიო უნდა დააყენოს ! ელმასი იმიტომ რომ ჯერ ერთი არაფრით არ ჩამოუცარდება ლოსანოს და მითუმეტეს პოლიტანოს თანაც მარჯვენა ფლანგზე კარგად შეუძოლია თამაში და მარცხენაზეც ისევე როგორც ხვიჩას და თუ ხვიჩას ისევ 2-3 კაცი დაუყენეს მაშინ შეცვლიან ხვიჩა და ელმასი ფლანგებს და ამით ალეგრის გეგმებს მოშლიან ! შეიძლება ხშირ-ხშირადაც შეცვალონ ადგილები და ამით სულ დააბნიონ იუვეს დაცვა
zura222
13 იანვარი 2023 11:17
0
კალანდა — ახალი წლის დღესასწაული გურიასა და სამეგრელოში, ხოლო სვანეთსა და ლეჩხუმში ახალი წლის წინა დღე.

სტატიის მომზადებისას მეტი ერუდიცია გმართებთ.
ზაქრო
13 იანვარი 2023 16:20
4
სულ იმაზე მიდის წუწუნი, ორი ახალი წელი რად გვინდაო და თბილისში ლამის სირცხვილად მიაჩნიათ, რამდენიმე რეგიონშია შემირჩენილი ტრადიცია და მათ შორს გურიაში ყველაზე მეტად, კალანდა შეარქვეს და ნამდვილ ახალ წელს უწოდებენ. მე არ ვარ გურული მაგრამ ასეა და შეეშვით ამ პიზდეცინტელექტუალიზმს
ერუდირებულო
13 იანვარი 2023 19:52
2
ნაპოლი მოიგებს 2:0 ს. გოლები: პოლიტანო, პოლიტანო :)) ჰაჰა, მართლა კი არა - ხვიჩა 1 გოლის ავტორი, მეორე სიმეონე მატჩის ბოლოს.
კაპიტან გარდენბურგი
13 იანვარი 2023 16:09
3
იუვე მოიგებს 2-1ს
ვახო სანაია
13 იანვარი 2023 14:17
43
საერთოდ რატომ უყურებთ ბილწი ევროპის თამაშებს?
გურამ მაჭარაშვილი
13 იანვარი 2023 16:18
5
ვახო! მეც ეგრე მგონია, იუვე იგებს დღეს.
შაქარაშვილი.
13 იანვარი 2023 14:38
10
ყველა გამოხმაურება
მე ნიჩია მგონია!
შოთა
13 იანვარი 2023 18:36
2
სად სეიძლება ყურება?
გიო
13 იანვარი 2023 21:54
0
Liveball ru
2023
13 იანვარი 2023 22:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული