დიდი მატჩის დღე! კვარაცხელიას გრანდები არ აშინებს, რა იქნება "იუვენტუსთან"?

AutoSharing Option
დღეს, 13 იანვრის ღამეს, იმ დროისთვის (23:45 სთ), როცა საქართველოში კალანდის (ძველით ახალი წელი) აღსანიშნავად ემზადებიან, დიდი მატჩი დაიწყება - "ნაპოლი" "იუვენტუსს" "დიეგო მარადონაზე" უმასპინძლებს. ხვიჩა კვარაცხელიას კვლავ პირველივე წუთებიდან ველით.

Sportall.Ge

იმის შესახებ დეტალურად მოგახსენეთ, რომ ტურინელებს ნეაპოლურ არენაზე თამაში უჭირთ და ახლაც დიდ ბრძოლას ველით. მასიმილიანო ალეგრის გუნდი მე-2 ადგილზეა და ლიდერთან მარცხი იქნებ სკუდეტოსთვის ხელის ჩაქნევის ფასადაც კი დაუჯდეს (ამჟამად 7 ქულით ჩამორჩება). თავის მხრივ, "ინტერთან" წაგების (0:1) შემდეგ "ნაპოლი" ყველაფერს გაიღებს, ასეთ მოკლე დროში ქულების დაკარგვა თავიდან
მაქსიმალურად აირიდოს, ამავდროულად კი, უშუალო კონკურენტის ძლევით როგორც სატურნირო, ასევე ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაიმყაროს.

რა შეიძლება ვნახოთ ისეთი, რაც ახლად დაწყებულ 2023 წელს ჯერ არ ყოფილა? - ხვიჩა კვარაცხელიას შედეგიანი მოქმედება (გოლი/საგოლე პასი). ქართველ გარემარბს, რომელსაც ტრავმის გამო საკმაოდ ბევრი გაუცდა, ოფიციალურ შეხვედრებში 28 ოქტომბრის შემდეგ არ გაუტანია. "კვარა", თუნდაც წინა ტურში, "სამპდორიას" წინააღმდეგ მშვენიერი იყო, თუმცა სიზუსტე დააკლდა. ჩვენებურს ხომ მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 8 გოლი, ამდენივე საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი აქვს. კვარაცხელიას გრანდები არ აშინებს - "მილანის" მცველები ააწიოკა, "ლაციოს" გამარჯვების გაუტანა, "ლივერპულის" სახელოვანი უკანახაზელები არ შეიმჩნია... "იუვენტუსის" მარჯვენაფლანგელი ხუან კუადრადო ტრავმირებულია და ხვიჩას შეჩერება ამპლუით ცენტრში მოთამაშემ, ამერიკელმა ვესტონ მაკკინმა უნდა სცადოს. ტურინელებს არც დე შილიო და ბონუჩი ეყოლებათ, "კვარადონასთან" ახლოს კი ბრაზილიელ დანილოს ვიხილავთ. "ბებერ ქალბატონს" სხვა დანაკლისიც აქვს, მაგალითად, სერბი ფორვარდი ვლაჰოვიჩი, თუმცა ალეგრის ბიჭები კარგ ფორმაში არიან და სერია "ა"-ში დიდი ხანია (ზედიზედ 8 მატჩი), რაც გოლი არ გაუშვიათ.

Sportall.Ge

საინტერესოა, ლუჩანო სპალეტი გასულ მატჩში გამოყენებულ შემადგენლობას რამდენად შეცვლის. ვარაუდობენ, რომ კოსოვოელი მცველი ამირ რაჰმანი და პოლონელი ნახევარმცველი პიოტრ ზელინსკი სასტარტო თერთმეტეულს დაუბრუნდებიან. ანხელ დი მარიას შეჩერება ნეაპოლელების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იქნება. საინტერესოა, რომ ჯოვანი სიმეონემ "იუვეს" აქამდე 3 გუნდის მაისურით 6 გოლი გაუტანა და ამის შანსი მეოთხითაც აქვს. 

ნეაპოლელებს 39 ბურთი აქვთ გატანილი, მათ დღევანდელ მეტოქეს კი მხოლოდ 7 გაშვებული, რაც იმას ნიშნავს, რომ საუკეთესი შეტევა ასეთივე დაცვას უპირისპირდება. მატჩს 45 წლის დანიელე დოვერი განსჯის, რომელსაც მიმდინარე სეზონში "იუვენტუსი"-"ინტერიც" ანდეს, ნეაპოლელების შეხვედრას კი პირველად გაუძღვება.

altკვარაცხელიამ რომ კავანი გაიმეოროს... - "ნაპოლი" "იუვენტუსისთვის" სირთულეა

alt"ნაპოლი"-იუვენტუსი". სპალეტის და ალეგრის კომენტარები და კომპლიმენტები

მკითხველის კომენტარები / 23 /
მესმის , რომ ხვიჩამ იმზელაზე ასწია თამასა, ერთი უგოლო თამაშიც უკვე ჩავარდან მიიჩნევა და კრიტიკა იწყება, მაგრამ ჩემი აზრით 21 წლის ტალანტისთვის ყველა მატჩის კარიერის გადამწყვეტ მატჩად ჩათვლა დიდი სისულელეა. დიდი ხანია თვალს ვადევნებ ხვიჩას და ხალხში ყველა თამაშის მერე ერთი და იგივე რეაქციაა,19 წლის ხვიჩა თუ რუბინში თამაშს ჩააგდებდა, მაშინაც იძახდნენ დამთავრდა მაგის ფეხბურთიო. დღეს რომ წააგონ ან გოლი არ გაიტანოს უკვე ხალხი კბილებს ილესავს წინასწარ . ეგ ძალიან არა ჯანსაღი დამოკიდებულებაა.
კიდევ მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოდან ამდენი დელეგაციის ჩასვლა და თუ ვინმე ეკრანზე გამოჩენილა, ყველას ნეაპოლში ვიზიტი, ცოტა ზედმეტად მეჩვენება. არვიცი შეიძლება ვცდები :))
ყველა ცდილობს ჩავიდეს, მის ოჯახს შეხვდეს, მამამისთან ფოტოები გადაიღოს.
რავიცი, ერთი ადამიანისგან არ მახსოვს მხარდამჭერი პოსტი, როცა ომი დაიწყო, ხვიჩა რუსეთს შემორჩა და აქ ლამის მტრად გამოაცხადეს. როცა უჭირდა, ერთი მხარდამჭერი წერილიც კი არავის გამოუქვეყნებია. ყველა ჩუმად უყურებდა, როგორ დაათრევდნენ ტელევიზიიდან ტელევიზიაში და ეძახდნენ რუსეთუმეს, უკრაინელი ბავშვების მკვლელს, კონფრომისტს, ფულზე გაყიდულს და ასე შემდეგ.
ქართული ელიტა იმას ეტენება, ვისაც წარმატებულად და გავლენიანად თვლის. სად იყო ეგ ხალხი აქამდე? დღეს ხომ არ გამოჩნდა ხვიჩა?
ამდენ ფარისევლობას რომ ვხედავ ძალიან მაღიზიანებს.
უბრალოდ პირველი ასეთი ხალხი გადაუვლის, როცა ფეხი დაუცდება...
Spain
11:57 13-01-2023
3
ავტორსაც სწამს ხვიჩას გოლის და ჩვენც, კალანდას გილოცავთ!
რომაელი
11:49 13-01-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული