ამ ამბავთან დაკავშირებით ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წერს:
"აუ, გული დამეწვა. ეს ნეაპოლელი ბავშვია. დღეს "ნაპოლის" ბაზასთან სპეციალური ბანერით მივიდა, რომელზეც ლათინური ასოებით ქართულად ეწერა: "ხვიჩა, შენ ხარ ძლიერი. ძალიან გთხოვ, მომეცი შენი მაისური, შენი ფანი გაბრიელი".
ამ ტექსტის შედგენაში ბებიამისის ქართველი მომვლელი დაეხმარა. სამწუხაროდ, ხვიჩამ ვერ შეამჩნია და ატირდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხვიჩა ამ ამბავს გაიგებს და აუცილებლად გადასცემს მაისურს", - წერია პოსტში.
დიდი მატჩის დღე! კვარაცხელიას გრანდები არ აშინებს, რა იქნება "იუვენტუსთან"?
ხვიჩას შეჩერება მხოლოდ ხვიჩას შეუძლია - კვარაცხელიას განეიტრალება ალეგრის მთავარი ამოცანაა