სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლი“ პირველი ტაიმის შემდეგ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსს“ ამარცხებს - 2:1.
მასპინძლები თვიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვარაცხელიამ აკრობატულ ნახტომში დაარტყა, მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე კი ოსიმენმა ყველას დაასწრო და ნეაპოლელები დააწინაურა.
საპასუხო შეტევისას დი მარიამ ბურთი ძელს გაარტყა. ტემპი მაღალი იყო, თამაში სასიამოვნო საყურებელი, დაძაბული და 39-ე წუთზე ხვიჩამ ოსიმენის პასით შესნის კარი დალაშქრა და პირთამდე სავსე სტადიონი აღფრთოვანებაში მოიყვანა. 42-ე წუთზე დი მარიამ მაინც შეამცირა ანგარიში და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.
ნაპოლი - იუვენტუსი
გოლები: 1:0 ოსიმენი (14), 2:0 კვარაცხელია (39), დი მარია (42)