ფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
რაო, კვარაცხელიას თამაშს ალღო აუღესო...

სერია A-ს მე-18 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „იუვენტუსი“ 5:1 დაამარცხა.

დიდებულ მატჩში „ნაპოლის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე დიდებულად გაისარჯა - სპალეტის გუნდმა „იუვეს“, რომელსაც ჩემპიონატზე ბოლო რვა მატჩი გოლგაუშვებლად ჰქონდა მოგებული, ხუთი გოლი გაუტანა.

მასპინძლები თვიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი კვარაცხელიამ აკრობატულ ნახტომში დაარტყა, მეკარემ გაჭირვებით მოიგერია, დამატებაზე კი ოსიმენმა ყველას დაასწრო და ნეაპოლელები დააწინაურა. საპასუხო შეტევისას დი მარიამ ბურთი ძელს გაარტყა. ტემპი მაღალი იყო, თამაში სასიამოვნო საყურებელი, დაძაბული და 39-ე წუთზე
ხვიჩამ ოსიმენის პასით შესნის კარი დალაშქრა და პირთამდე სავსე სტადიონი აღფრთოვანებაში მოიყვანა. 42-ე წუთზე დი მარიამ მაინც შეამცირა ანგარიში და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ შეხვედრა კიდევ უფრო თვალსასეირო გახდა, ხვიჩას ჩაწოდებული კუთხურის მერე რაჰმანიმ გაიტანა. 65-ე წუთზე ქართველმა ოსიმენს ფილიგრანული პასი გაუკეთა და მან დუბლი შეასრულა. სპალეტის შეგირდებმა მეტოქის კარზე იერიშების მიტანა არ შეაჩერეს და ელმასმა რიკოშეტით ანგარიში 5:1 გახადა. "კვარა" 88-ე წუთზე შეცვალეს, ტიფოზები ფეხზე წამოუდგნენ და აპლოდისმენტები მიუძღვნეს, ხოლო სპალეტიმ წარმატებული მატჩი გულთბილად მიულოცა.

„ნაპოლი“ 47 ქულით ლიდერია და „იუვე“ 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს „კრემონეზესთან“ ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე „სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“
ნაპოლი - იუვენტუსი 5:1
გოლები: 1:0 ოსიმენი (14), 2:0 კვარაცხელია (39), დი მარია (42), 3:1 რაჰმანი (55), 4:1 ოსიმენი (65), 5:1 ელმასი (72)

altხვიჩას მეორე საგოლე პასი "იუვენტუსთან" [VIDEO]

 

alt"კვარამ" "იუვენტუსთან" საგოლე პასი შეასრულა [VIDEO]

altხვიჩა ბრწყინავს და გაიტანა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "იუვენტუსს" ამარცხებს [VIDEO]

alt"კვარას" აკრობატული დარტყმა და ოსიმენის გოლი - "ნაპოლი" იგებს [VIDEO]

alt"ტაქტიკურად მოწესრიგებული და შრომისმოყვარე ფეხბურთელია" - ჯანფრანკო ძოლამ "კვარაზე" ისაუბრა

alt200 ქართველი ადამიანი ხვიჩას დღეს სტადიონიდან უქომაგებს - რა ხდება ნეაპოლში "იუვენტუსთან" მატჩამდე

altდიდი მატჩის დღე! კვარაცხელიას გრანდები არ აშინებს, რა იქნება "იუვენტუსთან"?

მკითხველის კომენტარები / 62 /
კვარაა!!! ყველა ჩასაფრებულმა ჩაიკმინდეთ ენა! ყველა სულსწრაფმა მოთმინება გამოიჩინეთ! ჩვენი მხეცი ბიჭი, ზუსტად ძველით ახალ წელს, 00:00-ზე გაიტანა ოსიმენმა კვარას მოგიერბულზე დამატების მერე. გილოცავთ ყველას ძველით ახალ წელს!!!
ivan
14 იანვარი 2023 01:57
0
მსოფლიო ჩემპიონები დი მარია და პარედესი, ევროპის ჩემპიონები კიეზა და ლოკატელი და ყველა სხვანი… და მაინც ხვიჩა ბრწყინავს მათ შორის ყველაზე კაშკაშად. ხვიჩა ძალიან დიდი ფეხბურთელია.
ირაკლი
14 იანვარი 2023 02:31
0
კვარა, კვარა, კ ვ ა რ ა ა ა ა ა ა ა !
ქობულეთიდან
14 იანვარი 2023 01:48
0
ერთერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა ხვიჩამ ! 5 დან 4 გოლში მიიღო აქტიური მონაწილეობა ! პლიუს ცენტრში და დაცვაშიც რა მაგრა ითამაშა იმუშავა რასაც ქვია ! და ნაც ვირთხები სოროებიდან რომ ქონდათ გამოყოფილი დრუნჩები ისევ უკან შეტენა წიხლით DD
zura222
14 იანვარი 2023 02:35
17
თავად ვირთხა, ყველგან პოლიტიკურ ინტრიგებს როგორ ხლართავთ, არ შეგიძლია უბრალოდ გაიხარო კვარას წარმატებული თამაშით? მაგრამ შენნაირებს ფეხბურთზე მეტად პოლიტიკური ინტრიგები აინტერესებს.
irakli81
14 იანვარი 2023 03:15
28
არ მოგბეზრდა ამ სისულეების წერა? დატკბი რა მომენტით …:)
Gogi
14 იანვარი 2023 10:46
0
აიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიტ!!!

მადლობა ხვიჩააა, ჰაჰაჰა ეს რა იყოოო
კაპიტან გარდენბურგი
14 იანვარი 2023 01:54
0
რაო გრანდებთან ვერ თამაშობსო?
გოგა
14 იანვარი 2023 02:55
0
ბოდიში ყველა იუვეს ფანთან , მაგრამ მე ვიყავი დღეს მათ შორის ნეიტრალური, ვისაც მარტო კვარას წარმატება უხაროდა. ხალხმა, რომელიც ჩემს აზრზე იყო, დამოკიდებულება შეიცვალა და იუვეს მარცხით დამწუხრებულმა ჩემი ემოციები გააკრიტიკა. ყველას მოვუწოდებ, რომ ქართველი გულშემატკივრისთვის კვარას წარმატება იუვეზე, რეალზე, ბაიერნზე და ბარსაზე მეტია, განსხვავებული ემოციის გამოხატვა უკმაყოფილებას თუ იწვევს , სხვა არ უნდა აიძულო შენს ემოციას დაექვემდებაროს და ასეთ ადამიანებთან ფეხბურთის ყურება სიამოვნებას არასოდეს მოგანიჭებთ
: )))))))
14 იანვარი 2023 02:57
2
100%
დათო
14 იანვარი 2023 03:50
0
ხვიჩა მთავარ როლაში ფილმში მოზარდებისთვის!!!
ბრავო ხვიჩააააა
ჯონი
14 იანვარი 2023 02:03
3
რაო, რაო?! ხვიჩას დაუმუღამეს მცველებმაო?! მე მგონი პირიქითააა!!!
სასწაული თამაში, სასწაული დაბრუნება მარადონაზე, ვერავის ვერ გიტანთ ვინც დღეს სტადიონზე იყავით:)))
ზურა
14 იანვარი 2023 01:50
1
)))
100%
14 იანვარი 2023 03:54
0
დღეს კვარაცხელიამ, ბენერი სენიორა სასახლეში ჩაასვენა.
P. S . 7 გოლი, 7 ასისტი, ნომერი 77.
TanoLife
14 იანვარი 2023 02:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული