კვარაცხელია საოცარი შეფასებებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
"იუვენტუსთან" მოგებულ მატჩში (5:1) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და ამას გარდა, პირველი გოლი მისი ნახევარმაკრატელა დარტყმის შემდეგ გავიდა, როდესაც ბურთი მეკარემ მოიგერია და დამატებაზე ოსიმენმა ყველას დაასწრო. Whoscored-მა ქართველის თამაში 9.8 ქულით შეაფასა, Sofascore-მ კი 9.1-ით. ის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

სერია A-ს მიმდინარე ტურნირზე კვარაცხელია გოლი+პასის სისტემით (7+7) მეორე ადგილზეა და მხოლოდ თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენს ჩამორჩება (12+3). ყველა ტურნირზე "კვარას" ანგარიშზე 20 მატჩში 9 გოლი, 10 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტია.

"იუვენტუსმა" იტალიის ჩემპიონატზე ერთ შეხვედრაში ბოლოს 5 გოლი 1993 წელს გაუშვა და დღეს იმდენივე გაუშვა, რამდენიც წინა 12 ტურში.

მკითხველის კომენტარები / 13 /
აბა რაა!!!:))) წინ და წინ ჩვენო გამხარებელო!!! უფალი გფარავდეს!!!
გულშემატკივარი
02:58 14-01-2023
1
შენ გენაცვალე კვარა, როგორ გაგვახარე და რა მაგარი საახალწლო საჩუქარი გაგვიკეთე შენი მაგარი თამაშით!!!
sormona
11:50 14-01-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული