"მათი დუეტი მარადონას და კარეკას მსგავსია" - ცნობილი იტალიური გამოცემა "კვარასა" და ოსიმენზე წერს

AutoSharing Option
გუშინ, 13 იანვარს სერია A-ს მე-18 ტურის ცენტრალურ მატჩში "ნაპოლიმ" იუვენტუსს" უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.

"პარტენოპეის" შემტევი დუეტი ალეგრის გუნდის წინააღმდეგ მრისხანედ გამოიყურებოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, ვიქტორ ოსიმენმა კი შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი სწორედ ქართველისა და ნიგერიელის შესახებ წერს და მათი დუეტი ლეგენდარულ დიეგო მარადონასა და კარეკას შეადარეს. 

"ნაპოლიში" 80-იან წლებში დიეგო მარადონა, ბრაზილიელი კარეკა და იტალიელი ბრუნო ჯორდანო ლეგენდარულ ტრიოს ქმნიდნენ. თითოეული მათგანის პირველი ორი ასოდან კი ზედმეტსახელი
MA-GI-CA (მაგიური) შეიქმნა.

"კვარაცხელიას შესანიშნავი მატჩი ჰქონდა, ქართველმა რამდენიმე ბრწყინვალე დრიბლინგი განახორციელა, მან გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა ოსიმენმა კი დუბლი შეასრულა და "კვარას" გაატანინა. მათი დუეტი მარადონასა და კარეკას წყვილს წააგავს. "ნაპოლი" ოცნების ასრულებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა, არამხოლოდ 10 ქულიანი უპირატესობის გამო, სპალეტის უძლიერესი გუნდი ჰყავს" - წერს გამოცემა.

"ნაპოლი“ 47 ქულით ლიდერია და "იუვე" 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს "კრემონეზესთან" ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე "სალერნიტანას“ დაუპირისპირდება.

alt"მის წინააღმდეგ ვერაფერი გავაწყვეთ" - ალეგრი "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ

altსპალეტი: კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ტექნიკა აქვს - ოსიმენი ყველაზე ძლიერია

altკვარაცხელია საოცარი შეფასებებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

altფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 13 /
იაფფასიანი კახპები ხართ,
გაუმარჯოს კვარას!
pirlo-ს და დფგ-ს
14 იანვარი 2023 16:43
2
ამ დუეტს ლიგის მოგებაც შეუძლია წელსვე სკუდეტოსთან ერთად თუ ასე გააგრძელებენ!!!
ზაზა
14 იანვარი 2023 15:00
0
ანგისა უნდა დაუბრუნდეს ძველ ფორმას საჭიროა აუცილებლად და რაჰმანი ამდენი შეცდომებისგანაც ჩადგება ფორმაში საბოლოოდ საოცრად თამაშობდა ტრამვამდე . მარადონამ არგენიტინის შემდეგ მის გუნდსაც უნდა უშუამდგომლოს დროა .
35
14 იანვარი 2023 13:01
2
რა შუაშია სანაია კობახიძე ან ნაცები და ქოცები,უყურე ფეხბურთს და ისიამოვნე ხვიჩას ტამაშიტ,გოლი რომ გაიტანა ხვიჩამ ის კი არ გაუხარდა აქ უმრავლესობას სანაიას კითხულობდნენ,ამდენი ბოღმა საიდან,ხვიჩია ჩვენი სიამაყეა
Qocvi da gnaci
14 იანვარი 2023 12:50
8
პირლოს
ხოდა აღარ არის საჭირო მაგდენი ბლა ბლა ბლა. ვისაც გვიხარია გავიხარებთ ვინმე თუ იბოღმება გასკდება ბოღმით. ჩვენი განსჯა რა საჭიროა? შეიძლება მასეთები ამ ქვეყანაში და მეზობელ ქვეყნებშიც იყვნენ. ყველანი აქ გამოვფინოთ? დაისვენეთ და შეირგეთ რააა სიხარული.
G.LA
14 იანვარი 2023 17:18
1
აჰა 4 ადამიანიც აქვე ყოფილა ვისაც არ მოეწონა რაც დავწერე იმაზე რომ ყველა ქართველი სპორტსმენის წარმატება გვახარებს უზომოდ და ის ხალხი რომ გავაკრიტიკე ვინც ჩასაფრებულები არიან ხვიჩას წარუმატებლობაზე... ბრავო!!!
pirlo
14 იანვარი 2023 14:55
5
ყველა გამოხმაურება
კვარა და ოსიმენი რომ გუნდში საუკეთეოები არიან ეს უდავოა მაგრამ სხვათაშორის საოცარი ეფექტი აქვს ასევე მოედნის ცენტრში ლობოტკას თამაშს, სწორი თამაში აზროვნება მისი ბურთიანად ინიესტასეული ტრიალი ხო საერთოდ
pirlo
14 იანვარი 2023 12:29
0
სანაია ხომ მშვიდობით არის, ხომ არ ვჭირდებით რამეში? )))
დფგ
14 იანვარი 2023 12:21
26
ეს 2 დისლაიქი კი უეჭველი ერთი ის ხუჭუჭა ქალბატონია და მეორე დავით ერაძე :-D :-D :-D
pirlo
14 იანვარი 2023 14:58
3
ის ხუჭუჭა ქალბატონი და ის ვაი ჟურნალისტი ბოდიშის მოხდას რომ აპირებდა საერთოდ რომ გაქრნენ თუ შეამჩნიეთ? ( მე აღარც გამოვჩნდებოდი მათ ადგილას საერთოდ) რომ მახსენდება რა ცინიზმით საუბრობდნენ ისევ თავიანთ ქართველზე რა ნაპოლი რის ნაპოლი ხვიჩა ჩვეულებრივი საშუალო დონის ფეხბირთელიაო ძარღვებში სისხლი მეყინება!!! რატომ რატომ, რამ შეგაძულათ ასე შენივე ერი, ვინ ხართ საერთოდ რა ჯიშისები ხართ@@@
pirlo
14 იანვარი 2023 12:39
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული