"მეფე დაბრუნდა" - იტალიელი ქომაგები "კვარას" თამაშს ეხმაურებიან

AutoSharing Option
13 იანვარს "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. "პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა, Sofascore-ის მიხედვით, "კვარა" 9.0 შეფასებით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

სოციალურ ქსელში ქართველის შესახებ, იტალიელი გულშემატკივრები კვლავ ბევრს წერენ, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარს:

"მეფე დაბრუნდა, ჩვენი პატარა "კვარავაჯო", მადლობა დაუვიწყარი საღამოსთვის".

"ამ ბიჭის გამო ეს გამარჯვება ორმაგად მიხარია, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი დაბრუნდა! დრიბლინგით, ჯადოსნური პასებითა და გოლით".

"კვარაცხელიამ "იუვესთან" საოცარი მატჩი ჩაატარა, მისი მეორე საგოლე პასი ოსიმენის გოლზე პოეზიას ჰგავდა"

"რა ფეხბურთელია!"

"გასულ
საღამოს ჩვეული კვარაცხელია ვიხილე, "იუვენტუსის" მცველები ძალიან ეცადნენ, თუმცა მის წინააღმდეგ ვერაფერი შეძლეს".

"მან და ოსიმენმა მეტოქე გაანადგურეს, ამ გამარჯვებაში ყველაზე დიდი წვლილი ამ მრისხანე დუეტს მიუძღვის".

"კვარაშოუ" დაბრუნდა, სად გაქრნენ კრიტიკოსები?".

"მეორე საგოლე პასის მომენტში იოჰან კრუიფი გამახსენდა, ხვიჩას მისი მსგავსი ელეგანტურობა და კლასი აქვს".

"კვარაცხელიას უდიდესი სიყვარული და პატივისცემა, შენ ნეაპოლელი ქომაგების გულში განსაკუთრებული ადგილი გიკავია".

შეგახსენებთ, ხვიჩამ მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 20 მატჩი გამართა თავი კი 9 გატანილი გოლითა და 13 შედეგიანი პასით გამოიჩინა, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს 21 იანვარს "სალერნიტანას" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ნაპოლის" პრეზიდენტმა "იუვენტუსთან" მატჩი შეაფასა

alt"ყველა კრიტიკოსი სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო" - რას წერენ იტალიურ მედიაში "კვარას" თამაშზე

alt"მის წინააღმდეგ ვერაფერი გავაწყვეთ" - ალეგრი "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ

altსპალეტი: კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ტექნიკა აქვს - ოსიმენი ყველაზე ძლიერია

მკითხველის კომენტარები / 20 /
მეგობრებო ნეაპოლელებო მეფე გამოჯანმრთელდა აწი მეტად გაუფრთხილდით !!
ზაზა
15 იანვარი 2023 13:27
0
ჩვენ ვუყურებთ ეპოქალური მაშტაბის ფეხბურთელს, და რაოდენ განუზომლად დიდია ქართველი ადამიანის სიამაყე როცა ხვიჩა საფეხბურთო სპექტაკლებს დგამს იტალიის მწვანე მინდვრებზე. კვარამ მიაღწია იმას რასაც საქართველოს ვერცერთმა ხელისუფალმა მწერალმა თუ ზოგადმა ქართულმა კულტურამ ვერ შესძლო, მან მთელ თანამედროვე სამყაროს გააცნო და არა მხოლოდ იტალიას ქვეყანა სახელად საქართველო. ეს არის ბიჭი რომელიც ყოველ კვირაში 2 საათით ავიწყებს ქართველ ხალხს სიდუხჭირეს და ცხოვრებისეულ სევდა/მელანქოლიას. როცა ნაპოლის მატჩები იწყება საქართველოს მოსახლეობის ნახევრის გულის ცემაც იზრდება კვარამ შეაღწია ყველა ქართულ ოჯახში და მათ დღის წესრიგი შეუცვალა. ხვიჩა დაე ყოველთვის გახსოვდეს შენი წარმატებული დრიბლინგით საგოლე პასით თუ გოლით მინიჭებული სიხარულით შენი ქვეყნის დაბაში სოფელში თუ ქალაქში ვიღაცას სიცოცხლის წლები გაუხანგრძლივე.
Charley
15 იანვარი 2023 00:11
1
ძვირფასო ქართველნო, კვარას თამაშს ჯერ კიდევ რუსთავში რომ შეცვლაზე შემოდიოდა იქიდან ვუყურებ. მას შემდეგ არცერთი თამაში არ გამომიტოვებია, ყველა ნანახი მაქვს. მინდა ერთი რჩევა მოგცეთ გთხოვთ დაასრულოთ ეს მარაზმი რასაც სტადიონზე და ფეისბუქზე ხდება. ეს ჩოხა ახალუხებით და საქართველოს დროშებით მღვდელ-მონაზონები და მომღერალთა ანსაბლები ამ ნაპოლის ქუჩებში რომ შემოსძახებთ ამ ქართულ სიმღერებს მართლა გგონიათ რომ ვინმეს მოსწონს? ნიგერიელები რომ ჩამოვვივდნენ თავიანთი საყვირებით და მექსიკელები სომბრეროებით და ატეხონ ჭყლოპინი მოგეწონებათ? პატარა ერის სინდრომ გჭირთ. მესმის კვარას თამაშის ნახვა გინდათ, ჩადით და ცივილიზებულად უგულშემატკივრეთ. დგახართ და ჩოხაახალუხში გამოჭედილები ჯორჯიას და კვარას კივიხართ, მართლა გგონიათ რომ ეს ვინმეს მოსწონს?!
Semi
14 იანვარი 2023 19:52
28
მთელი ამხელა ტექსტით კარგად გამოავლინეთ რეალურად თავად როგორი კომლექსიანი და დაბოღმილიც ბრძანდებით (თან ხვიჩას ვითომ გულშემატკივარი)
ზე ცივილიზებულს
14 იანვარი 2023 22:40
16
შენც კაი კომპლექსი გჭირს. იტალიელებს თეატრალიზება და პოპმპეზურობა არ გაუკვირდებათ თვითონ არიან ეგეთები. გვაცალეთ, გავიხაროთ. ვინმეს დასანახად კი არ ვაკეთებთ, ჩვენტვის გვიხარია და ისე ვიქცევით, როგორც ჩვენს სიხარულს შეეფერება. კომპლექსი იმას სჭირს, ვინც რაღაც მალავს.
ivan
14 იანვარი 2023 22:11
10
ყველა გამოხმაურება
იუვენტუსმა კაცურად,ნაღდი ფეხბურთი ითამაშა და მართალია განადგურდა,მაგრამ უკადრებელი არ უკადრებია.ეს მხოლოდ ღირსებას მატებს მათ.ინტერი სხვანაირად მოიქცა და მიუხედავად იმისა,რომ ძალიან მაგრად ითამაშა,ძირითადში მაინც,ანტიფეხბურთის ელემენტებით გაიმარჯვა და ამის მთავარი დამნაშავე,მატჩის მსაჯი იყო.სანახაობრივად რომელი მატჩი სჯობდა,მგონი სალაპარაკოც არაფერია.ეს მატჩი მართლაც შესანიშნავი საყურებელი გამოდგა.ახლა მსაჯების ასარჩევია,რომელი ურჩევნიათ და როგორ განაგრძობენ მსაჯობას.ჩვენთვის მთავარი მაინც ისაა,რომ ნაპოლი და კვარა,დაბრუნდა!
სოსო
14 იანვარი 2023 16:29
0
1000%
რატი
14 იანვარი 2023 22:52
0
სწორედაც ლეგენდარულ იოჰან კრუიფსა ჰქონდა ესეთი დახატული პასების უნარი როგორიც ხვიჩინიომ ოსიმენს გაუკეთა და საერთოდაც ხვიჩაც კრუიფივით არიგებს საგოლე პასების!!!
ზაზა
14 იანვარი 2023 14:49
0
ახლა მაინც დაიმახსოვრეთ და სხვა დროს აღარ ჩაიგდოთ სამარცხვინო მდგომარეობაში თავი კვარას ჰეითერებმა.
გორის დილას თუ გაუტანა არ ნიშნავს რომ სერია ა შიც გაიტანსო ასე რომ იძახდით, მერე გაბწრყინება რომ დაიწყო და ყოველი უგოლო თამაშისას იძახდით დამთავრდა მაგის ფეხბურთიო. ახლა ხომ ხვდებით როგორი უცოდინრები ხართ საკითხში.
ისე ჩემი აზრით კვარა გაჩუმების ჟესტებს არ უნდა იყდენებდეს, იმიტომ რომ ამათ ყეფას საერთოდ არ უნდა თვლიდეს მნიშვნელოვნად. ვისთვისაც უნდა ითამაშოს და გოლები იტანოს, ის ხალხია, ვინც ცუდ თუ კარგ პერიოდში გვერდით უდგას, ამხნევებს და მისი ჯერა.
პირველ რიგში ეგ ხალხია, ვისაც მისი გოლები ეკუთვნის და არა ის უბადრუკები.
პირადად მე არ ველოდი თუ ასე საოცრად ითამაშებდა ხალხო!
დანილოს რეები გაუკეთა, მსოფლიო დონის მცველს, რეალი, სიტის ,ყოფილ მცველს , პატარა ბავშვივით ატუებდა.
მთელი ემოციით და მონდომებით ითამაშა, შესაძლოა ამდენი ქართველი რომ ესწრებოდა იმანაც იქონია გავლენა.
ჯერ კიდე ვერ გამოვდივარ ემოციებიდან, მოკლედ ყველას გილოცავთ ვისაც გულით გაგიხარდათ .
Skeleton
14 იანვარი 2023 14:36
0
მესმის რასაც ამბობ,რატომაც ამბობ და მთლიანად გეთანხმები,თუმცა მაინც არის ერთი მაგრამ.გოლის გატანა მხოლოდ თავდამსხმელზე არ არის დამოკიდებული,ის მეტოქის კლასზეცაა და სერია ა-ში გოლის გატანა,საქართველოს ჩემპიონატში გოლთან,ვერანაირად ვერ იქნება ერთი და იგივე.ეგ კი არა, საუკეთესო ბომბარდირის გამოსავლენად,სხვადასხვა ლიგის ბომბარდირების შესადარებლად,კოეფიციენტებიც კი არსებობს და საქართველოს ჩემპიონატში გატანილი 30 გოლი,სერია ა-ს 20 გოლს უტოლებენ,თუ სწორად მახსოვს.ვისზეც ლაპარაკობ,იმ ჰეითერების ნაწილი,ალბათ სწორედ ამას გულისხმობს,მეორე ნაწილი კი,რასაც ვერც შენ და ვერც მე ვერ ვიტანთ.ყოველივე ჩვენის მიწაში ჩაფლვა და გაარაფრებას!მაგათ ქართველებად არც ვთვლი და თავაღერილ ფშუტე თავთავებად მიმაჩნია,საკუთარ თურაშაულს,სხვისი მაჟალო რომ ურჩევნიათ.
სოსო
15 იანვარი 2023 15:21
0
სიამაყით აღგავსებს ეს ყოველივე.სულ გამარჯვებებით გევლოს,ჩვენო ხვიჩა!!!
კოლხიდელი
14 იანვარი 2023 13:50
0
და ამ ყველაფერს ბაზრობს ვინ, ტიფოზები რომელთაც უამრავი და რაც მთავარია მარადონას თამაშები აქვთ ნანახი სტადიონზე. ვისზე ამბობენ ამ ყველაფერს, ბრილიანტზე რომელიც, ჩვენია. ახალ წელს გილოცავთ ყველას და სრულიად საქართველოს,
100%
14 იანვარი 2023 13:38
0
მარგალქ დირთჷ მარგალურო
MARGALONA
14 იანვარი 2023 13:30
51
ზუსტად მაგის თქმა მინდოდა მეც გადაგვითარგმნეთ ხოლმე,არავინ არ გვძულს,ყველანი ქართველები ვართ,მაგრამ არ ვიცით მეგრული,დარწმუნებული ვარ ხვიჩას აქებს და ლოცვავ,მაგრამ გადაგვითარგმნე რა
დონ დიეგო
14 იანვარი 2023 21:00
0
გადაგვითარგმნე ძმა ... თან თარგმანიც მოაყოლე ხოლმე და აღარ დაგიწერენ დისლაიქებს
iura
14 იანვარი 2023 17:32
1
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული