"ყველა კრიტიკოსი სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო" - რას წერენ იტალიურ მედიაში "კვარას" თამაშზე

AutoSharing Option
გუშინ, 13 იანვარს სერია A-ს მე-18 ტურში "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა.

"პარტენოპეის" ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ "ბიანკონერისთან" ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, "კვარამ" გოლი და 2 საგოლე პასი მიითვალა.

ცხადია, საინტერესოა, როგორ შეაფასეს 21 წლის ფეხბურთელის თამაში იტალიურმა გამოცემებმა, გთავაზობთ მათ კომენტარებს.

"გოლის შემდეგ კრიტიკოსების გასაჩუმებლად თითი პირთან მიიტანა, დიდ თამაშებში თავის გამოჩენას ყოველთვის ახერხებს, "იუვენტუსთან" შეხვედრაც ასეთი გამოდგა" - Tuttomercatoweb-მა ხვიჩას 8.5 ქულა დაუწერა.

"ნაპოლის" პირველი გოლი "კვ
არას" მაკრატელა დარტყმის შემდეგ გავიდა, ხვიჩამ მეტოქესთან სხვაობა ორ ბურთამდეც გაზარდა, ამასაც არ დასჯერდა და რაჰმანსა და ოსიმენსაც გაატანინა" - Eurosport-მა კვარაცხელიას თამაში 7.5 ქულით შეაფასა.

"კვარა" საუკეთესო ფორმაში დაბრუნდა. "მარადონაზე" უამრავი ქართველი იმყოფებოდა და მათ დიდი შოუ იხილეს. გოლი და 2 საგოლე პასი, ოსიმენზე გაკეთებული გადაცემა განსაკუთრებული იყო" - Calciomercato-მ "კვარას" 8.5 დაუწერა.

"ყველა კრიტიკოსი სასაცილო მდგომარეობაში ჩააგდო. ქართველი ერთი-ერთზე თამაშში კვლავ დამანგრეველია. ოსიმენი პირველ გოლში "კვარას" დამსახურება უდიდესია. რაც შეეხება ნიგერიელის მეორე გოლს, ხვიჩამ ისეთი ზუსტი გადაცემა გაუკეთა, ოსიმენმა უბრალოდ ბურთთან შეხება დასჭირდა" - Tuttonapoli-მ ხვიჩას გუშინდელი თამაში 8.5 ქულით შეაფასა.

"მთელი მატჩის განმავლობაში იმას აკეთებად, რაც სურდა, ოსიმენის გოლის დროს მარგალიტივით ითამაშა. შჩესნის ოსტატურად დაურტყა და პოლონელს ბურთის მოგერიება გაურთულა. მეორე გოლის მომენტში "იუვეს" მცველებს "კვარა" უმეთვალყურეოდ დარჩათ, რის გამოც ქართველმა "ბიანკონერი" დასაჯა" - Corriere della Sera-მ ხვიჩას 8 ქულა დაუწერა.

"ხვიჩას აკრობატული დარტყმის შემდეგ შჩესნიმ ბურთი შორს ვერ მოიგერია, მეტოქეებს დრიბლინგებით აბრუებს, 65-ე წუთზე ოსიმენს ბრწყინვალე გადაცემა გაუკეთა და დუბლის შესრულებაში დაეხმარა" - Areanapoli-მ ქართველი 8.5 ქულით შეაფასა

altსპალეტი: კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ტექნიკა აქვს - ოსიმენი ყველაზე ძლიერია

altკვარაცხელია საოცარი შეფასებებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

altფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

altხვიჩა ბრწყინავს და გაიტანა - პირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "იუვენტუსს" ამარცხებს [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 6 /
ხვიჩას ნიჭიერებიდან გამომდინარე უფრო და უფრო დიდ მიღწევებს ვუსურვებ.
ძალიან სასიამოვნო იქნებოდა რონალდუზე მაგარი იყოს. მხედველობაში მაქვს პროდუქტიულობა და ჯანმრთელობა.
გია
01:48 18-01-2023
0
კვარა მაგარია. შრომა უყვარს. ბევრს მიაღწევს. კვარა რომ არა. ნპოლი 0:1 დამარცხდებოდა. ეს რბილად რომ, ვთქვათ. ელმასმა გოლი საერთო აღმაფრენაზე გაიტანა. ლიდერის როლი უდიხესია წარმატდბეაში.
კსხელი
15:03 14-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული