"ნაპოლის" პრეზიდენტმა "იუვენტუსთან" მატჩი შეაფასა

AutoSharing Option
გუშინ, სერია A-ს მე-18 ტურში "ნაპოლიმ" ერთ-ერთი მთავარი კონკურენტი და პრინციპული მეტოქე "იუვენტუსი" 5:1 დაამარცხა.

"პარტენოპეის" რიგებში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლის გატანა და 2 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.

მატჩის შემდეგ, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა პლატფორმა Twitter-ის საშუალებით, გულშემატკივრებს გამარჯვება მიულოცა.

"ფანტასტიკური გუნდით აღფრთოვანებული ვარ, "ნაპოლის" გულშემატკივრებს ვულოცავ, ამ საღამოს დავიწყება შეუძლებელია" - განაცხადა დე ლაურენტისმა.

"ნაპოლი" 47 ქულით ლიდერია და "იუვე“ 10 ქულით ჩამოიტოვა. ნეაპოლური გუნდი შემდეგ მატჩს სახლში თასზე 18 იანვარს "კრემონეზესთან" ჩაატარებს, ხოლო 21 იანვარს ჩემპიონატზე გასვლაზე
"სალერნიტანას" დაუპირისპირდება.

alt"მის წინააღმდეგ ვერაფერი გავაწყვეთ" - ალეგრი "ნაპოლისთან" მატჩის შემდეგ

altსპალეტი: კვარაცხელიას მსოფლიოს კლასის ტექნიკა აქვს - ოსიმენი ყველაზე ძლიერია

altკვარაცხელია საოცარი შეფასებებით მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

altფანტასტიკური ხვიჩას გოლი და ორი საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" ფეხბურთის გაკვეთილი ჩაუტარა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
საინტერესოა,რამდენი გახდება ხვიჩას ფასი,ამ მატჩის შემდეგ!
სოსო
16:33 14-01-2023
0
ბატონო ლაურენტი პატარა ხელფასიან ფანტასტიკურ ფეხბურთელებს მეტი დაფასება უნდა თორემ მტრებს არა სძინავთ!!!
ზაზა
15:06 14-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული