ხვიჩა კვარაცხელიას ყოფილმა კლუბმა "რუბინმა" "იუვენტუსს" "TikTok"-ზე გამოქვეყნებული ვიდეოთი დასცინა, რომელშიც ქართველი ტურინული გუნდის ფორმაშია.
ვიდეოზე კვარაცხელიას "იუვენტუსთან" გატანილი გოლია ასახული და წარწერაც აქვს დართული: "იუვენტუსმა" 2021 წელს ჩათვალა, რომ 20 მილიონი ევრო კვარაცხელიაში - ეს მეტისმეტია".
გასულ წელს "იუვეში" ხვიჩას გადასვლა გადაწყვეტილი იყო, მაგრამ კლუბი სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩმა დატოვა და ტრანსფერი ჩაიშალა. ამის შემდეგ ის "ნაპოლიმ" შეიძინა.
ხვიჩამ 13 იანვარს "იუვენტუსთან" მოგებულ მატჩში (5:1) გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.