"ხვიჩა ტოპ-კლუბების ყურადღებას მიიქცევს, მაგრამ..." - ქინქლაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, "ნაპოლის" ჩემპიონობა, "კვარას" კი სერია A-ს ბომბარდირობა შეუძლია:

"ხვიჩას შეუძლია იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდეს, "ნაპოლი" კი სერია A-ს გამარჯვებული.

კვარაცხელია ძალიან კარგად ასპარეზობს და მისგან ასეთ შედეგს ალბათ არავინ არ ელოდა.

საქართველოში მის ამბებს ყველა ძალიან განიცდის და ქომაგობს. ვისაც საშუალება აქვს, ნეაპოლში მიფრინავს, უყურებს მის თამაშებს და შემდეგ უკან ბრუნდება. ხვიჩას შედეგებით მთელი საქართველო ძალიან ბედნიერია. 

ვფიქრობ, სეზონის ბოლოს ის ტოპ-კლუბების ყურადღების მიქცევას შეძლებს, მაგრამ "ნაპოლიდან" წასვლა
ჯერ ალბათ ძალიან ადრეა და ის ამ გუნდში 2 წელი მაინც უნდა დარჩეს", - ციტირებს ქინქლაძეს Metaraings-ი.
მკითხველის კომენტარები / 34 /
ლეგენდალურის რა მოგახსენოთ, მაგრამ მუდამ პერსპექტიულ და ძალზე ნიჭიერ ფეხბურთელად კი დარჩა.
ზაზა
16 იანვარი 2023 15:41
10
ის, რომ ნიჭი გაფლანგა და ბოლომდე არ გამოიყენა, არ ნიშნავს, რომ მასზე ლეგენდებს არ ყვებიან. სიტის გულშემატკივრებს კითხეთ აბა. იმ სიტისას, მეორე ათწლეულია პრემიერლიგას რომ აზანზარებს. და არა მარტო მათ.
დათა თუთაშხია
16 იანვარი 2023 15:54
5
ხვიჩა, საქართველოს ამ გაჭირვების დროს ერთი სიხარული გააჩნია, ეს სიხარული შენ ხარ და ასევე გააგრძელე. უფალმა შენი თავი დალოცა.
gio
16 იანვარი 2023 15:30
0
მე ვფიქრობ,რომ ნაპოლეონ ამ შემადგენლობით სპალეტისთან ერთად თავის მაქსიმუმს უნდა მიაღწიონ და მერე თავისთავად დაიშვებიან,ეს ალბათ ორი-სამი წლის ამბავია
ლუკა
16 იანვარი 2023 14:52
1
ლეგენდარულმა ფეხბურთელმა?!
გიგი
16 იანვარი 2023 14:45
27
რომელ ტოპ გუნდში უნდა გადავიდეს? ჯერჯერობით ევროპაში საუკეთესო ფორმაშია ნაპოლი!
პროფესტო
16 იანვარი 2023 14:28
1
ბატონო ზაალ,
ტოპ გუნდია ლივერპულიც და ჩელსიც 9-10 ადგილება იყოფენ.
პროფესტო
16 იანვარი 2023 21:51
0
ნაპოლი ამჟამად მართლაც კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ ის ტოპ. კლუბი არაა. არც ფინანსებით და არც შემადგენლობით.ერთი, მაქსიმუმ ორი სეზონის შემდეგ, კვარას აუცილებლად ვიხილავთ გრანდში, რა თქმაუნდა თუ ასეთი ტემპით წავა წინ. ის წელიწადში არანაკლებ 7-8 მილიონს მიიღებს, რაც ნაპოლიში გამორიცხულია.
ზაალ
16 იანვარი 2023 15:39
9
ახლა ყველა ხვიჩას მასწავლებლობას ჩემულობს, ნაპოლიში მის გადასვლას ყველა თავის დამსახურებად მიიჩნევს (ჩერჩესოვმაც კი მიიწერა მე გავუწიე რეკომენდაციაო) და ყველა ჭკუის დარიგებას ცდილობს. ხვიჩა პროფესიონალი ფეხბურთელია (უფრო მეტად პროფესიონალურად უდგება თავის საქმეს ვიდრე 90-იანების მთელი ნიჭიერთა პლეადა ერთად აღებული) და თვითონ უკეთ იცის სად დარჩეს და სად რამდენი წელი ითამაშოს
ხვიჩა
16 იანვარი 2023 14:26
1
ვფიქრობ,ხვიჩამ და მისმა ყველაზე ერთგულმა ხალხმა უკეთ იციან,რა და როგორ სჯობია მისი დღევანდელობსა და მომავლისთვის. გაიხარე,ხვიჩა და მუდამ ენდე შენს თავს და გუმანს.მადლობა უდიდესი დადებითი ემოციებისთვის.უფლის მფარველობის ქვეშ გევლოს მუდამჟამს!!!
კოტე
16 იანვარი 2023 13:16
1
თვით მარადონა თამაშობდა "ნაპოლიში"შვიდი სეზონი.რა,აშინ არ იყვნენ ვითომ სხვა,ე.წ. ტოპ-კლუბები?...
კოლხიდელი
16 იანვარი 2023 13:14
1
ტოპ გუნდიდან გამოაგდეს და არავის სურდა
გიორგი
16 იანვარი 2023 22:52
0
რატომ არ ველოდით.უდიდესი მოლოდინების საბაბს იძლეოდა და იძლევა ახლაც ეს ოქროს ბიჭი!...ნაპოლი თავად არის ამჟამად ტოპ-კლუბი სა ხვიჩას დახმარებით
მერაბი
16 იანვარი 2023 13:11
1
სრულიად ვეთანხმები. ხვიჩა ფანტასტიური ბიჭია, მაგრამ ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და ის, რომ ამ მწვრთნელს და ამ გუნდს კარგად შეეთვისა, სრულიადაც არ ნიშნავს, რომ სხვა გუნდში ადაპტაცია არ გაუჭირდება ასაკიდან გამომდინარე. ეჰ, ქინქის რომ ისევე ჭკვიანურად წაეყვანა თავისი საქმე, როგორც ახლა ხვიჩაზე მსჯელობს, დღეს მსოფლიოს უდიდესი ვარსკვლავვების გვერდით იქნებოდა მოხსენიებული. თუ ფეხბურთში რაიმეზე გული მწყდება, ერთ-ერთი უპირველესი ეგაა...
დავით
16 იანვარი 2023 13:01
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული