"ხვიჩა ტოპ-კლუბების ყურადღებას მიიქცევს, მაგრამ..." - ქინქლაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ქინქლაძემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, "ნაპოლის" ჩემპიონობა, "კვარას" კი სერია A-ს ბომბარდირობა შეუძლია:

"ხვიჩას შეუძლია იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი გახდეს, "ნაპოლი" კი სერია A-ს გამარჯვებული.

კვარაცხელია ძალიან კარგად ასპარეზობს და მისგან ასეთ შედეგს ალბათ არავინ არ ელოდა.

საქართველოში მის ამბებს ყველა ძალიან განიცდის და ქომაგობს. ვისაც საშუალება აქვს, ნეაპოლში მიფრინავს, უყურებს მის თამაშებს და შემდეგ უკან ბრუნდება. ხვიჩას შედეგებით მთელი საქართველო ძალიან ბედნიერია. 

ვფიქრობ, სეზონის ბოლოს ის ტოპ-კლუბების ყურადღების მიქცევას შეძლებს, მაგრამ "ნაპოლიდან" წასვლა
ჯერ ალბათ ძალიან ადრეა და ის ამ გუნდში 2 წელი მაინც უნდა დარჩეს", - ციტირებს ქინქლაძეს Metaraings-ი.
მკითხველის კომენტარები / 34 /
შენ და შოთი შეიძლება არ ელოდით, მე მაგალითად დარწმუნებული ვიყავი რომ მაგრად ითამაშებდა. შოთიმ 10 გოლი კარგი იქნებოდაო. 20-ზე მეტს გაიტანს!!!
აბო
16 იანვარი 2023 12:37
4
შენ და შოთიო, და ამისგან რა გუნდა? და ჯერ ეგ ერთი შოთიმ კი არა აჩიმ თქვა 8 გოლი რომ გაიტანოს კარგი იქნებაო
ჰმ.
16 იანვარი 2023 22:02
1
ცოტა ხანში ხვიჩა დასაბმელი გიჟი გახდება მინდორზე,მაგის გამჩერებელი ცოტა თუ იქნება,წარმატებები ხვიჩას
zaza1965
17 იანვარი 2023 00:46
0
ქინქლაძე რატომ არ მწვრთნელობს?
ალექსანდრე
16 იანვარი 2023 12:38
3
მართლა მაინტერესებს რატომ არ უნდა მწვრთნელობა. ჩემი აზრით უმაგრესი მწვრთნელი იქნება. დისლაიქი რატო?
ალექსანდრე
16 იანვარი 2023 13:38
2
ალექსანდრეს
აქვს სპორცმენის , თუნდაც მწვრთნელის ხასიათი ? ნიჭი კი , უდიდესი , მაგრამ
ქინქლაძე და სპორცმენი ? - მე სასაცილოდ არ მყოფნის . მე მგონი , მე უფრო მინდოდა მაგის ნიჭის გაბრწყინება , ვიდრე მაგას . რა მწვრთნელი , როგორ გეკადრებათ . განა ყველა ლექტორად და მასწავლებლად ვარგა , ვინც საგანი ტეორიულად იცის . ლეგენდა შეეძლო ყოფილიყო , სამწუხაროდ არ გახდა , არ ისურვა ((
zaza
16 იანვარი 2023 19:55
2
რა გაატრაკეთ საქმე ამ ტოპ-კლუბში გადასვლაზე ლაპარაკით. "ტოპ"-ის კრიტერიუმები ვინმემ ჩამოწერა სადმე ? ნაპოლისთან ერთად თუ სკუდეტო და ლიგა მოიგო, ავტომატურად ტოპ კლუბის ტოპ ფეხბურთელი არ გამოვა ?
მიშა
17 იანვარი 2023 11:40
1
ლეგენდალურის რა მოგახსენოთ, მაგრამ მუდამ პერსპექტიულ და ძალზე ნიჭიერ ფეხბურთელად კი დარჩა.
ზაზა
16 იანვარი 2023 15:41
10
ის, რომ ნიჭი გაფლანგა და ბოლომდე არ გამოიყენა, არ ნიშნავს, რომ მასზე ლეგენდებს არ ყვებიან. სიტის გულშემატკივრებს კითხეთ აბა. იმ სიტისას, მეორე ათწლეულია პრემიერლიგას რომ აზანზარებს. და არა მარტო მათ.
დათა თუთაშხია
16 იანვარი 2023 15:54
5
არ მინდა ჩრდილი მივაყენო ქინქლაძეს, მაგრამ ხვიჩა განსაკუთრებულია და ბევრად უფრო მეტადაა ევროპაში აღიარებული, ვიდრე ქინქლაძე იყო თავის დროს.
თამაშითაც ხვიჩა უფრო მრავალფეროვანია.
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთ თქვენგანს ხვიჩას თამაში იუვენტუსთან არ უნახია.
ზაქრო
16 იანვარი 2023 20:10
24
ან თქვენ არ გინახავთ ქინქლაძეს თამაშები
გიორგი
16 იანვარი 2023 22:45
5
მართალს ამბობ და რას გიდისლაიქებენ ვერ გამიგია
MARGALONA
17 იანვარი 2023 00:40
1
ყველა გამოხმაურება
კარგია, როცა უფროსი თაობა გულითად რჩევას აძლევს მომავალ თაობას. ხვიჩასთვის კი გამოცდილების მიღება მართლაც საჭიროა (ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა წარმოაჩენს მის რეალურ კონდიციას) - სხვა მხრივ თუ არ მიეცა შანსი ვერ გაიწვრთნება საქმეში და ფიზიკური შესაძლებლობის მომატების სურვილიც აღარ ექნება.
ნიკო
16 იანვარი 2023 20:03
0
მე ვფიქრობ,რომ ნაპოლეონ ამ შემადგენლობით სპალეტისთან ერთად თავის მაქსიმუმს უნდა მიაღწიონ და მერე თავისთავად დაიშვებიან,ეს ალბათ ორი-სამი წლის ამბავია
ლუკა
16 იანვარი 2023 14:52
1
ნეტავი რა შენ ფეხბურთი გათამაშება, რაც მართლა მაგრად გამოდიოდა და ექსპერტობა კი არ არი შენი საქმე
ბს
16 იანვარი 2023 12:58
25
თუ ნაპოლი იტალიის ჩემპიონი გახდა და ევროპის ლიგის ფინალში გავიდა, ხვიჩას დიდ ფულსაც გადაუხდიან, რადგან ჩემი ინფორმაციით ნაპოლის დიდი ამბიციები აქვს და გრანდადაც სურს ჩამოყალიბება
გიო
16 იანვარი 2023 23:10
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული