სიომინი: ხვიჩას სადარი ფეხბურთელი არ მყოლია

AutoSharing Option
"ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც გუნდში ჰყავდა.

"ვინ შეიძლება შევადარო ნიჭის მიხედვით კვარაცხელიას იმ ფეხბურთელთაგან, რომლებთანაც მიმუშავია? შესაძლოა, მარატ იზმაილოვი, მაგრამ მან მაინც ვერ მიაღწია იმ წარმატებას, რასაც ხვიჩამ, განსაკუთრებით, პირველ ეტაპებზე. ის უდავოდ ტალანტი იყო, მაგრამ ხვიჩას ბუნებრივი უნარები გაცილებით ძლიერია.

ჩემს კარიერაში იყო თუ არა ხვიჩას სადარი ფეხბურთელი? არა", - ციტირებს სიომინს Legalbet-ი.

alt"ფეხბურთის მენეჯმენტში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა" - სიომინი ხვიჩას ამბავზე

altსიომინი: კვარაცხელია მარადონას არ ჩამოუვარდება

alt"ხვიჩა, როგორ გაზრდილხარ! მისმინე..." -

კვარაცხელიასა და სიომინს შორის ნეაპოლში თბილი შეხვედრა შედგა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
კაი ერთი )))
ვვვ
13:30 17-01-2023
6
რა თქმა უნდა არა ! მარტო სიომინს კი არა ერთეულებია ისეთი მწვრთნელები ვისაც ხვიჩაზე მაგარი ფეხბურთელი ყავდათ (პელეს მარადონას მესის მწვრთნელები!)
zura222
12:10 17-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული