"ლოკომოტივის" ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც გუნდში ჰყავდა.
"ვინ შეიძლება შევადარო ნიჭის მიხედვით კვარაცხელიას იმ ფეხბურთელთაგან, რომლებთანაც მიმუშავია? შესაძლოა, მარატ იზმაილოვი, მაგრამ მან მაინც ვერ მიაღწია იმ წარმატებას, რასაც ხვიჩამ, განსაკუთრებით, პირველ ეტაპებზე. ის უდავოდ ტალანტი იყო, მაგრამ ხვიჩას ბუნებრივი უნარები გაცილებით ძლიერია.
ჩემს კარიერაში იყო თუ არა ხვიჩას სადარი ფეხბურთელი? არა", - ციტირებს სიომინს Legalbet-ი.