არის თუ არა კრახი "ნაპოლის" მარცხი, რას შეცვლიდა "კვარა" და რა პრობლემები გამოიკვეთა?

AutoSharing Option
თანამედროვე ფეხბურთში როტაციის გარეშე რთულია - კალენდარი გადატვირთულია, ყველა ტურნირი კი ამა თუ იმ გუნდისთვის ერთნაირად პრიორიტეტული არაა. ასეთ დროს მთავარი სწორი ბალანსის დაცვაა, რათა შედეგიც მიღწეული იყოს.

Sportall.Ge

"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გადაწყვიტა, იტალიის თასის მერვედფინალში ჩემპიონატის აუტსაიდერ "კრემონეზესთან", წინა მატჩისგან განსხვავებით, ბევრი ახალი ფეხბურთელი გამოეყვანა. ყველაფერ ამას შედეგი არ მოჰყოლია - შეხვედრის გადასარჩენად ლიდერები მაინც ჩაერთნენ, ცუდ ამინდში საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, გუნდის ფსიქოლოგიური განწყობა კი ცოტათი გაფუჭდა, განსაკუთრებით, სტანისლავ ლობოტკას, რომელმაც პენალტი კარს ააცილა. გარდა ამისა, გარკვეული
პრობლემები, რაც შესვენებამდე არ ყოფილა, ბოლო დროს ხელისგულზე ჩანს.

Sportall.Ge

ახლა ნეაპოლელთა მთავარი გამოწვევა მაინც დაცვის ცენტრია, რომელსაც შეცდომები პირველ ტაიმშიც ჰქონდა და კიმ მინ ჯეს შემოსვლის შემდეგაც. პოლონელმა ახალწვეულმა ბერეზინსკიმ დასვენების საშუალება მარჯვენაფლანგელ ჯოვანი დი ლორენცოს მისცა. კაპიტანი ამ გუნდში შეუცვლელია.

როტაციის დროს მოთამაშეები ცდილობენ, საკუთარ შანსს კარგად ჩაეჭიდონ და ამ მხრივ ჯოვანი სიმეონემ იდეალურად იმოქმედა, გოლი გაიტანა. რაც შეეხება ჯაკომო რასპადორის, ის ზამთრის მოსამზადებელ ეტაპზე უფრო პროდუქტიული იყო. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მინდვრის ცენტრში სათანადო ალტერნატივა არ არსებობს.

Sportall.Ge

ვიქტორ ოსიმენი შეხვედრაში გვიან, დამატებით ტაიმებში ჩაერთო. ლუჩანო სპალეტი მაქსიმალურად ეცადა, ნიგერიელისთვის დასვენების საშუალება მიეცა, თუმცა ეს მაინც არ გამოვიდა. იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი, ტრადიციულად, ძალიან მონდომებული იყო და თამაშში მთელი ენერგიით შევიდა. რა თქმა უნდა, ასეთ დროს, როცა მატჩი მოსაგები იყო, მოედანზე ხვიჩა კვარაცხელიასაც ვნახავდით, რომელიც სისხარტესა და არაორდინარულობას შემოიტანდა. ჩვენებური თავს უკვე კარგად გრძნობს (გაციებული იყო) და მოუთმენლად ველოდებით სერია "ა"-ს შემდეგ ტურს, როცა ქართულ-ნიგერიული დუეტი კვლავ აბობოქრდება.

სპალეტის გუნდი "კოპა იტალიაზე" გამოსვლას ზედიზედ მეორედ მერვედფინალში ასრულებს. რა თქმა უნდა, ჩემპიონატში ამხელა უპირატესობისა და ჩემპიონთა ლიგაზე დამაჯერებლად გამოსვლის შემდეგ რთულია თასიდან გამოვარდნას კრახი უწოდო, თუმცა ისეთ სუსტ გუნდთან, როგორიც "კრემონეზეა", ყველაფრის გათვალისწინებით, გუნდს მაინც მეტი მოეთხოვებოდა. "ნაპოლის" რაც შეიძლება დიდხანს თუ ექნებოდა სამივე ტურნირზე გამარჯვების შანსი, თითოეულ ფეხბურთელს ეს დამატებით პოზიტიურ განწყობას შეუქმნიდა, როტაციის მეშვეობით კი ზოგიერთი მოთამაშე, რომელსაც მცირე დრო ეძლევა, თუნდაც ჯოვანი სიმეონე, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გაიუმჯობესებდა, რაც ამხელა მიზნებისვის, რასაც მონატრებული სკუდეტოს მოპოვება ჰქვია, უმნიშვნელო სულაც არაა.

9-ქულიანი ჰანდიკაპით ჩემპიონატის ლიდერი "ნაპოლი" სერია "ა"-ს პირველ წრეს 21 იანვარს (21:00 სთ), სტუმრად "სალერნიტანასთან" დაასრულებს.

altსუპერსენსაცია - "ნაპოლი" თასიდან სერია A-ს აუტსაიდერმა გამოაგდო

მკითხველის კომენტარები / 25 /
კრახი არა კვახი! ძაან სწორად მოიქცა სპალეტი ახალგაზრდები რომ შეუშვა სასტარტოში. არც ოსიმენი უნდა შემოეყვანა ჩემი აზრით და არც ელმასი, სასტარტო სასტავისთვის უნდა ეცლია ბოლომდე თამაში. იმედია გახსოვთ გაშვებული გოლის მერე რა შტურმი მოუწყვეს კრემონელებს. იმავეს გააკეთებდნენ დამატებითშიც და ვფიქრობ პენალტების სრიამდე არ მიუშვებდნენ საქმეს. თუმცა ტრაგედია არც ამ თამაშის წაგებით მომხდარა და ამის დასტური იყო იუვესთვის ბურთის დამალვა. მე ის უფრო მადარდებს, ხვიჩას რომ ვერ ვიხილავ მინდორზე! ჯანმრთელობას ვუსურვებ და რიმლიანების ტურინელთა გზაზე დაყენებას!:)
Guriec
21 იანვარი 2023 16:31
1
სწორი ანალიზია, მაგრამ სიმეონესაც და სხვებსაც, სათადარიგოებიდან, გაეუმჯობესებინათ თავიანთი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ვინ დაუშალათ? მაგიტომ ათამაშეს... მაგრამ წააგეს! სამწუხაროა.
კირკიტა
19 იანვარი 2023 16:46
0
რამდენი ე.წ. ექსპერტი გვყავს ქვეყანაში. უყურე ამათ. კარგი იქნება თუ ამ ექსპერტთა ნააზრევს ვთარგნით იტალიურად და გადავცემთ სპალეტის ხვიჩას მეშვეობით.
კაკი
18 იანვარი 2023 20:26
10
კარგი სტატიაა!მთელი შემადგენლობა შეცვალა და ცხადია,შეთამაშება არ ჰქონდათ.განსაკუთრებით პოლიტანო და მის ფლანგზე ახლადმოყვანილი პოლონელი ვერ უგებდნენ ერთმანეთს.არ დაფასების მომენტიც იყო და ახალ მწვრთნელთან,კრემონეზეც გაცილებით მონდომებული ჩანდა.ცხადი იყო,რომ ნაპოლი თასისათვის თავს არ მოიკლავდა და როგორც გამოუვიდოდათ,იქამდე გავიდოდნენ.სხვანაირად, ერთდროულად ამდენ ცვლილებას ვერ ახსნი.ამ ორმა დამარცხებამ.ნაპოლი,წესით მიწაზე უნდა დაუშვას,მაგრამ უხეშობას რომ ვერ უძლებენ,ეგეც გამოჩნდა.მომავალში ალბათ ბევრი მეტოქე ეცდება,უხეშობის ზღვარზე და ზღვარს იქით ეთამაშოს, ნაპოლის.მათთვის უკვე ცხადია,რომ ეს სჭრის.ქალბატონი მსაჯის დანიშვნამაც ვერ გაამართლა და რამდენიმე საგრძნობი შეცდომა მანაც დაუშვა.
სოსო
18 იანვარი 2023 18:12
4
როტაციამ არ გაამართლა ? ალბათ ასეცაა ,შეუძლებელია სპალეტის ევარაუდოს ასეთი შედეგი გუნდთან რომელსაც ერთი მატჩიც არ აქვს მოგებული მიმდინარე სეზონში, ეს რა თქმაუნდა მარცხია და შეიძლება სიმპტომიც იმისა რომ რაღაც ვერ არის ყველაფერი წესრიგში, რუის გარეშე უჭირს ნაპოლის დაცვას , პრობლემებია ნახევარდაცვის ცენტშიც, ხვიჩას და ოსიმენის გარეშე გუნდის შეტევითი ძალები ნახევრდება და მოწინააღმდეგეს ეძლევა შესაძლებლობა შეტევისკენ წასვლისა, უხეში თამაში და მსაჯის უუნარობა(თუ სხვა რამ) შეაჩეროს ეს უმსგავსობა თამაშის ხარისხს აქვეითებს და ასეთ შემთხვევებში თამაშის ტაქტიკური მონახაზი შესაცვლელია,მეკარეც ვერ წყვიტავს ვარსკვლავებს. იმედია სპალეტი გაითვალისწინებს შეცდომებს და ეს მარცხი მხოლოდ სასარგებლო გაფრთხილებად დარჩება..
ბაბაია
18 იანვარი 2023 17:04
8
ramodenime dgis cin juves mougo ra chavardna ris chavardna. kidiat eg tasi da dziritadzea gadartuli
suares
18 იანვარი 2023 17:25
0
წარმატებები ხვიჩას და საქართველოს ნაკრებს!!! ამ წაგებაზე კი, ნეაპოლში იდარდონ...
tngh
18 იანვარი 2023 16:41
4
არაფერი არ არის საგანგაშო. ისედაც ორ ფრონტზე იბრძვის, სერია ა და ჩემპიონთა ლიგა, ეს კოპა მაინც ზედმეტი იყო. კარგი იქნება ეხლა სერია ა ზე თუ გადაერთვებიან. ლიგაზეც ისეთი მეტოქე ყავთ მარტივად გასცდებიან და ჯობია ძალები შემოინახონ. არაფერი არ მომხდარა ისეთი, ოირიქიდ, ვფიქრობ კარგიცაა რომ გავარდნენ.
მურთო
18 იანვარი 2023 16:34
3
Ai esaa yvelaze didi shecdoma,ligaze metoqes advilad gacdeba???sadaa ligaze advilad gasasvleli tamashebi??imedia am wagebas gamoiyeneben da metoqes zenodan ar shexedaven da tavis tamashs itamasheben....
L.J .
18 იანვარი 2023 18:14
1
გუნდისთვის ასე ჯობდა... მერე რომა-სთან უნდა ეკაჩავათ და ამდროს ჩემპიონატში და ლიგაზე უმნიშვნელოვანესი თამაშები უწევდათ... ერთი ტანმაღალი მცველი კი ნამდვილად არ აწყენდათ, ლოჩოშვილის კომპლექციის...
იდეა
18 იანვარი 2023 16:01
2
Vis saqmeebs archevt,napoli dadebs shedegs da tavs aravin iklavs tasis tamashebze.chventanac ki ar iklaven tasze tavs liderebi.saqartvelos tasis finali vn itamasha dagaviwydat?kremoneze ra gikvirt meotxe ligis lokomotivma itamasha finali.aqaur gundebze idardet tore napoli ki daikidebs oqros medlebs.
Gia
18 იანვარი 2023 15:34
3
რა კამათი მიდის კომენტარებში ვერ ვხვდები, ძალიან კარგი სტატიაა, ასე იტალიელები ვერ და არ იმსჯელებენ, მართლაც დიდია კვარას როლი და კონკრეტული სისუსტეებია ძალიან კარგად განხილული
რომაელი
18 იანვარი 2023 14:11
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული