"ნაპოლიმ" კვარაცხელიას გარეშე მოიგო და ისტორიული შედეგი დააფიქსირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მე-19 ტურში „ნაპოლიმ“, რომელსაც ავადმყოფობის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, გასვლაზე „სალერნიტანას“ 2:0 სძლია.

მწვრთნელმა სპალეტიმ ქართველის პოზიციაზე ელმასი დააყენა და როგორც მოსალოდნელი იყო ნეაპოლელები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, თუმცა უხიფათოდ, ყოველგვარი ფანტაზიის გარეშე უტევდნენ. 35-ე წუთზე ოსიმენმა მახვილი კუთხიდან გაუტანა ოჩოას, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. მასპინძლები იშვიათი კონტრიერიშებით პასუხობდნენ, რომელთაგან ყველაზე მეტად პოლონელი პენტეკი აქტიურობდა. თითქოს პირველი ტაიმი ფრედ უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ზედ შესვენებაზე გასვლის წინ დი ლორენცომ „ნაპოლი“ დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში წვიმა გაძლიერდა, ელმასის შორიდან დარტყმული ბურთი
ძელს მოხვდა, ოსიმენმა ყველას დაასწრო და გაიტანა (მიმდინარე ტურნირზე მე-13 გოლი), ამჯერად თამაშგარეს გარეშე და მატჩის ბედიც გადაწყდა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და "ნაპოლიმ" 2:0 მოიგო.

ერთი სიტყვით, „აძურის“ საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, მაგრამ კლასის ხარჯზე გაიმარჯვა და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

„ნაპოლი“ 50 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „მილანს“ 12 ქულით უსწრებს და 29 იანვარს „რომას“ უმასპინძლებს. „როსონერი“ 24 იანვარს რომში „ლაციოს“ დაუპირისპირდება და ჩამორჩენის შემცირებას შეეცდება.

„ნაპოლიმ“ პირველი წრე 50 ქულით დაასრულა და თავისი საკლუბო რეკორდი დაამყარა.

სალერნო. „არეკი“
სალერნიტანა - ნაპოლი 0:2
გოლები: 0:1 დი ლორენცო (45+3), 0:2 ოსიმენი (48)

altსპალეტი: გავახანგრძლივებ თუ არა კონტრაქტს "ნაპოლისთან"? ახლა სულ სხვა რამეზე ვფიქრობ

altხვიჩა "ნაპოლისთან" ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს - დეტალები ცნობილია

alt"დე ლაურენტისი ხვიჩას ნაცვლად მის შეძენაზე ოცნებობდა" - იტალიელმა ჟურნალისტმა ქართველზე ისაუბრა

altმატჩის დღე! "ნაპოლი" წრეს კვარაცხელიას გარეშე დაასრულებს

მკითხველის კომენტარები / 16 /
გილოცავთ!!! ფორცა ნაპოლი!!! წარმატებები ჩვენს ვარსკვლავს რომასთან!!! უფალი ფარავდეს და ჯანმრთელობა ხვიჩას!!!
გულშემატკივარი
23:02 21-01-2023
0
+3 ქულა და კარია, ამ თავსხმაში გაგვიცივდებოდა ბავშვი, აი რომას გული მიგრძნობს შავ დღეს დააყრის ხვიჩა და თუ მოიგეს, კიდევ უფრო მიეახლოვდებიან ოქროს და ვინ იცის, იქნებ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელობას გაარტყას. წარმატებები ნაპოლის და ხვიჩა კვარაცხელიას!!!
მინდია
23:20 21-01-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული