სპალეტი: სკუდეტოს მოგების დიდებული შანსი გვაქვს

AutoSharing Option
სერია A-ს მე-19 ტურში "ნაპოლიმ", რომელსაც ავადმყოფობის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარა, სტუმრად „სალერნიტანა" 2:0 დაამარცხა. ნამატჩევს კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გააკეთა:

"ასეთ შეხვედრებზე გავლენის მოხდენა სხვადასხვა ფსიქოლოგიურ ასპექტებს შეუძლია, მაგრამ უპირველეს ყოვლისა კარგი ფეხბურთის თამაშია საჭირო. მნიშვნელოვანია ტემპი, მთელი საქმე ამაშია. როგორც წესი, პირველ ტაიმში მოედნის ცენტრში ვჩქარობდით და იყო რისკი იმისა, მეტოქეს კონტრშეტევაზე დავეჭირეთ. თუმცა, ორი გოლი გავიტანეთ და თამაშის ბედი გადავწყვიტეთ.

ვიცით, სკუდეტოს მოგების დიდებული შანსი გვაქვს და შესაბამისად მოქმედება გვმართებს. საქმისადმი ჩვენი დამოკიდებულება იმაში
უნდა მდგომარეობდეს, რომ შესაძლებლობები ხელიდან არ გავუშვათ, ისევ ჩვენი ფეხბურთი ვითამაშოთ, დავრჩეთ თავმდაბლები და პროფესიონალები".

მკითხველის კომენტარები / 8 /
მერეტს გუშინ სიცხე ქონდა,დღეს ითამაშა ! ეს იმათვის,წინა სტატიებზე დოგმატურად რომ ამტკიცებდნენ,სიცხის გამო ფეხბურთელმა აუცილებლად ერთი თვე უნდა დაისვენოსო..
დათო
01:52 22-01-2023
11
არაფერი მწვრთნელი იქნები თუ სკუდეტო ვერ დადევი ესეთი ჰანდიკაპით!! 12 თამაში უნდა მოიგო რო გახდე ჩემიონი
beqa
11:25 22-01-2023
3

სიახლეები პოპულარული