"ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ ხვიჩა კვარაცხელიასთან ხელშეკრულების შესაძლო გაგრძელებაზე გააკეთა კომენტარი.
"ჩვენ მშვიდად ვართ, კვარაცხელიას სამწლიანი კონტრაქტი აქვს, ფეხბურთელთან და მის აგენტებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ახლა თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე საუბრის დრო არ არის, ჩემპიონატზე ფიქრი გვმართებს, შემდეგ მატჩებზე, "ნაპოლის" ფეხბურთელებზე. ჩვენ ყოველდღიურ საქმეებზე ძალიან კონცენტრირებულნი ვართ", - ციტირებს ჯუნტოლის Napoli Magazine.