"იტალიური ღვინო სჯობს თუ სხვაო? ხვიჩამ კი ქართულ ღვინოზე თქვა..." - დღემდე უცნობი ფაქტები კვარაცხელიას შესახებ

AutoSharing Option
რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" შემოგვთავაზა სტატია, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ უცნობი ფაქტებია ნახსენები, როდესაც ის ჯერ კიდევ ყაზანის "რუბინში" ასპარეზობდა.

გთავაზობთ საინტერესო ნაწყვეტებს სტატიიდან, რომელიც ალბათ ბევრ თქვენგანს არ ეცოდინება:

არ სვამს, მაგრამ ქართული ღვინო საუკეთესოდ მიაჩნია

"ხვიჩა საერთოდ არ სვამს ალკოჰოლს. ერთხელ "რუბინში" იკამათეს, რომელი ღვინო სჯობს, იტალიური თუ რომელიმე სხვაო?!

ხვიჩამ მაშინვე ქართული პროდუქციის სასარგებლოდ დაიწყო საუბარი და მის მშობლიურ ღვინოზე თქვა: "სახლშიც კი არ ვსვამ, მაგრამ ვიცი, რომ მსოფლიოში ქართული ღვინო საუკეთესოა!". საინტერესოა, რომ ფეხბურთელის მამა ბადრი კვარაცხელია მეღვინეა...

უარი შეთავაზებულ კონტრაქტებზე

ალბათ, ყველას უკვირს, რომ რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს არ ჰქონდა გაფორმებული კონტრაქტი მსოფლიოს წამყვან ბრენდებთან.

Nike, Puma Adidas-ი მას კონტრაქტებს სთავაზობდნენ, თუმცა მხოლოდ იმ პირობით, რომ ბუცებით მოამარაგებდნენ. ასევე, მაღაზიების ხაზში აღჭურვილობის მიღების შესაძლებლობა ექნებოდა, რაზეც ქართველი არ დათანხმდა. მას მიაჩნდა, რომ როდესაც ევროპული და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი გახდებოდა, უკეთეს პირობებს შესთავაზებდნენ.

ალბათ, "ნაპოლიში" ასეთი სეზონის შემდეგ "კვარა" საბოლოოდ მიიღებს შეთავაზებებს ტექნიკური სპონსორებისგან, რაც მოიცავს არამხოლოდ ბუცებისა და სხვა აღჭურვილობების მიცემას. 

ხინკლის სიყვარული

კვარაცხელიას სისუსტე ხინკალია. ამიტომ, როდესაც მას და ზურიკოს ბაზაზე ჩვეულებრივი მენიუ ბეზრდებოდათ, რეგულარურად ხინკალს იძახებდნენ.

ხვიჩა ყაზანში ერთ-ერთი რესტორნის ხშირი სტუმარიც იყო, სადაც ქართველები მუშაობდნენ და ხინკალს ამზადებდნენ.

კვარაცხელიამ ამ ადამიანებთან ახლო მეგობრული ურთიერთობა დაამყარა და ხინკალს მხოლოდ მათგან ყიდულობდა.
მკითხველის კომენტარები / 9 /
შურიანო ნაგვებო ნუ წერთ ამ ბიჭზე ისეთ რამეს რასაც არ იმსახურებს.ღმერთმა ხელი მოგიმართოს ვაჟკაცო კაცო გენაცვალე გულში
კაკაო
25 იანვარი 2023 13:00
0
ხვიჩა სომელიეა.? ღვინოზე მამამისს ჰკითხონ
დავით
24 იანვარი 2023 03:49
6
ფაქტია,უკვე ამ ეტაპზე ხვიჩა,არა პირველი,მაგრამ საუკეთესოთა შორის ერთ-ერთი საუკეთესოა,ისევე, როგორც ქართული ღვინო და ხინკალი ღვინოთა და კერძთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო.ყველა ობიექტური საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ,რომ მალე დადგება დრო,როცა თავისი მიღწევებითა და გამარჯვებებით,ელვარე თამაშით მსოფლიოს მობურთალთა შორის მართლა ყველას მჯობნად იქნება აღიარებული ჩვენი სისხლი და ხორცი,ჩვენი ხვიჩა!

მერაბი
23 იანვარი 2023 22:27
1
წესიერი და პატიოსანი ბიჭია ჩვენი მარგალიტი!
ვახო...
23 იანვარი 2023 19:48
0
მარგალი-ტი
MARGALONA
23 იანვარი 2023 20:42
1
ხვიჩა ჭკვიანი რომ არის და თავის თავის სჯერა ეს მისი მონდომებიდანაც ჩანს. რაც შეეხება ბრენდებთან კონტრაქტს, ჩემი აზრით მინიმუმ ამ სეზონის დამთავრებას უნდა დაელოდოს. სკუდეტოს მფლობელს სულ სხვა კონტრაქტს შესთავაზებენ და ვნახოთ ლიგაც, რა იქნება. ხინკალი კი მგონი ყველა ჩვენგანის სუსტი წერტილია, როგოც გინდა კალორიული იყოს მაინც მაგარი რამეა.
G.LA
23 იანვარი 2023 13:49
1
მართალია,ღვინოც საუკეთესო გვაქვს,ხინკალიც და ფეხბურთელიც!
კოლხიდელი
23 იანვარი 2023 13:12
2
ვაი შენს პატრონს! გადადი შენს სამშობლოშიმ ქარტველები ეგრე რომ გზულს, ტყიურის ზირში გაქვს სამშობლო
აშოტას
26 იანვარი 2023 05:28
0
ტიპიური ურაპატრიოტული ქართული კომენტარი
იტალიაში ღვინოს დამზადება ხელოვნების დონემდეა,სხვებმაც მაგრად იციან ღვინის დამზადება.ხვიჩას საუკეთესომდე ბევრი უკლია
კოლხიდელს
23 იანვარი 2023 19:29
31

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული