29 იანვარს, თბილისის დროით 23:45 საათზე, სერია A-ს მე-20 ტურში, გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "რომას" უმასპინძლებს.
იტალიური გამოცემა La Reppublica-ს ცნობით, "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია თავს კარგად გრძნობს, სრული დატვირთვით ვარჯიშობს და დედაქალაქურ გუნდს პირველივე წუთებიდან შეუტევს.
შეგახსენებთ, ხვიჩამ 21 იანვარს "სალერნიტანასთან" მატჩი ჯანმრთელობის პრობლემების გამო გამოტოვა.
ჩვენ გავიმარჯვებთ