"დიახ, ვიცი, რომ ამ ტოპ-კლუბებიდან ხვიჩას შემოთავაზებები აქვს!" - ანანიძემ რუსულ პრესასთან კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა

AutoSharing Option
რუსულმა "სპორტ-ექსპრესმა" ჯანო ანანიძესთან ინტერვიუ ჩაწერა, სადაც მან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

როგორც გუშინ ვწერდით, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი დუბაიში იმყოფებოდა, სადაც შეკრებაზე მყოფ თავის ყოფილ გუნდ მოსკოვის "სპარტაკს" ეწვია. 

- ხვიჩა სერია A-ს არღვევს... ელოდით, რომ იტალიაში ასე გაიხსნებოდა?

- ბათუმის "დინამოში" მასთან ერთად ვიყავი და მივხვდი, რომ ხვიჩა სულ სხვა დონეა. მისი მიზანია - უბრალოდ, სულ ზევით და ზევით, ტოპ-დონისკენ!

კვარაცხელია ფეხბურთით ცხოვრობს და საათნახევრიანი ვარჯიშითაც კი არ შემოიფარგლება. მთელ თავისუფალ დროს ხვიჩა ფიქრობს, როგორ გააუმჯობ
ესოს თავისი თამაში, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

ის უკვე ძალიან ძლიერ კლუბშია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მალე მსოფლიო გრანდში ვიხილავთ!

- ინგლისის პრემიერლიგაზე ჭორები დადის... რას იტყოდით ამ ამბავზე?

- ვიცი, რა ვარიანტები აქვს მას. დიახ, ეს ინგლისური ტოპ-კლუბებია! მაგრამ ვფიქრობ, რომ "კვარას" კიდევ ერთი წელი მაინც სჭირდება "ნაპოლიში" დარჩენა.

მან უნდა მოიგოს იტალიის ჩემპიონატი, დაუმტკიცოს ყველას თავისი შესაძლებლობები და შემდეგ წავიდეს მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში.

- შეიძლება ხვიჩა ისტორიაში საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი გახდეს?

- ვფიქრობ, კი. მას ამისთვის ყველაფერი აქვს. ამ ტიტულს ჯერჯერობით კახა კალაძე ატარებს, მაგრამ ხვიჩას შეუძლია მას გადაასწროს.

altჯანო ანანიძე მოსკოვის "სპარტაკს" მოსამზადებელ შეკრებაზე ესტუმრა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 39 /
ეჰ კიდე კაი ხანს არაფერი გვეშველება ადამიანმა მილანის ვარსკვლავურ შმადგენლობაში 9 წელი გაატარა და თურმე არაფერი ორჯერ ლიგის მოგება ნუ კარგით ...მე პირადად კვარას ვუსურვებ ჯერ ლიგა მოიგოს ორჯერ და მერე დანარჩენზე ვილაპარაკოთ .
dato
24 იანვარი 2023 18:51
13
მითხარი ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი ვინა ხარ შენ.
L.J -ს
24 იანვარი 2023 16:34
2
Kacma naxevari cxovreba spartakshi gaatara,megobrebi ro yavs ra gasakviria,andaza kargia magram ;)))
L.J .
24 იანვარი 2023 17:18
5
ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელები იყვნენ, თუ მარტო ტიტულს ავიღებთ საზომად, ევროპის ჩემპიონები - მესხი (გადმწყვეტი საგოლე პასი ფინალში), მეტრეველი (გოლი ფინალში), ჩოხელი. ევროპის ვიცე ჩემპიონები იყვნენ - მესხი, მეტრეველი, ჩოხელი, სულაქველიძე, ხურცილავა, ძოძუაშვილი, ოლიმპიური ჩემპიონი - გელა კეტაშვილი. ვეროპის თასის გამარჯვებული კი 1981 წლის თბილისის დინამოს მთელი შემადგფენლობა
ზურა
24 იანვარი 2023 15:16
2
ტიტულები არ ნიშნავს საუკეთესო ფეხბურთელობას. კახა ძლიერი ფეხბურთელი იყო მაგრამ ის საუკეთესო არც მილანში იყო იმ დროს და არც საქართველოს ნაკრებში, აღარ ვლაპარამკობ ვისაც ჩემი თვალით უყურე ყიფიანს, გუცაევს, ჩივაძეს, შენგელიას. შოთას რითი ჯობდა ან ქეცბაიას? ძველ ლეგენდებზე ძოძუაშვილ, ხურცილავა, პაიჭაძე, ღოღობერიძე, მესხი, მეტრეველი და სხვებზე აღარ ვლაპარაკობ. საერთოდ ასეთი აღიარება ხალხისაგან მოდის და არა ანანიძისაგან. ჯანო ჟიქიას გარეშე ცხოვრება არ წარმოგიდგენია, აქ ვერავინ ნახე მენტალურად შენნაირი რომ მანდ გაიქეცი რუსების სანახავად თანაც ასეთ დროში? რა გეშველებათ ამდენს რუსეთი რომ დამარცხდება?
G.LA
24 იანვარი 2023 15:12
17
როცა მსოფლიომ შერაცხა ეგ ორდა და შენ პიროვნულად აღიქვამ მეგობარს მაგათში, შენც მასეთივე გამოდიხარ მათი მხარდაჭერით. ეს სოსოები და ძმანი მისნი იქ რომ უმღერიან იგივეა ჯანოც. უბრალოდ მღერა არ იცის რომ უნღეროს და ფეხბურთისთვის დაბერდა, თორემ ისევ სპარტაკში იჯაჯგურრბდა. რაც შეეხება არჩევანს, ქართველ ხალხს ჯანოს და არავისი დასაყვედრი სრაფერი აქვს, ყველა თავისთვის აკეთებს არჩევანს და ნუ გადაგვაყოლეთ არ მყავდა ეგეც მოდრიჩი, შუშის ბიჭი იყო და დარჩა ეტყობა.
G.LA
24 იანვარი 2023 17:06
11
Patrioti xar imena patrioti:)))jano sad wava eg sheni saqme araa da sul patara iyo rodesac daamtkica saqartvelos siyvaruli...shen midi were da megobrebtan chasvla aykrdzale exla;)
L.J .
24 იანვარი 2023 15:59
13
აქ კალაძე და იქ კიდევ კავაზაშილი, ხო ჯანო?))))
ეგრევე დავიჯერეთ
24 იანვარი 2023 14:38
19
კაი რა ჯანო კალაძე იყო ერთი ჩვეულებრივი მცველი იმ დროს მილანი იყო მაგარი და სწორედ მაგიტომ აქვს ამდენი ტიტული ისე კი შენ არ გაგიგია მესხი მეტრეველი ყიფიანი ამის მერე არველაძე ქინქლაძე ახლა კი ხვიჩა რომელიც ინდივიდუალურად ერთერთი საუკეთესოა მსოფლიოში თანაც მთელი იტალია და საქართველო სულმოუთქმელად ელოდება ყოველ მის თამაშს რომ საფეხბურთო სპექტაკლი იხილოს?
ზაზა
24 იანვარი 2023 14:15
20
100%
ადამიანი
24 იანვარი 2023 15:32
5
არ მგონია ეს ეთვა, დღევანდელ ჟურნალისტებს ვერ ენდობი, მგონია, რომ აქ საქმე გვაქვს საფეხბურთო ტიტულებთან და ახალი თაობის რუსი პრესის მსახურის პირად აზრთან, რომელიც ქართული ფეხბურთის წარსულზე გაგებაში არ არის. ხოლო თუ მართლა თქვა, მაშინ ჯანოს შევახსენებ - 1972წ. ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრების დაცვის ხაზს - ძოძუაშვილი, ხურცილავა, ბეკემბაუერი, ბრაიტნერი.
goga
24 იანვარი 2023 13:55
1
ომი გინდათ? აცალეთ ჯანოს მშვიდობის მტრედობა. ჩანგრეული ხიდების აღდგენითაა დაკავებული.))))))))))) აბაშიძე-კარასინის ფორმატს აგრძელებს)))))))))
ომი
24 იანვარი 2023 13:34
23
კალაძე შეიძლება არარის ყველადროის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი, მაგრამ აი აქ ვინც წერთ ორი ავტოგოლით შევა ისტორიაშიო და ასე შემდეგ ძაან უხერხულია. ლიგის თასი რო აწია და საქართველოს დროშა აფრიალა მაგაზე რასიტყვით? პოლიტიკა გვერძე გადადეთ და ისე შეაფასეთ. არავის კალაძეზე მეტი არ მიუღწევია და სამწუხაროა მილანში უფრო რო აფასებენ როგორც ფეხბურთელს ვიდრე ჩვენთან
ქართველი
24 იანვარი 2023 13:28
21
ბატონო ალექსანდრე, გარწმუნებთ, ქალაქის მერი ჩივაძე რომ იყოს, აუცილებლად დაასახელებდა საუკეთესო ფეხბურთელად))))
რუსეთს რაააა?
24 იანვარი 2023 13:19
20
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული