sportskeeda-მ "ოქროს ბურთის" ფავორიტების სია განაახლა - "კვარა" მეცხრეა, ოსიმენი მეათე

AutoSharing Option
sportskeeda-მ "ოქროს ბურთის" მოგების შანსებზე ისაუბრა და საუკეთესო 10-ეულიც შემოგვთავაზა.

ჩამონათვალში შეხვდებით ხვიჩა კვარაცხელიასაც, რომელიც მე-9 ადგილს იკავებს:

"2022-23 წლების სეზონში კვარაცხელია ერთ-ერთი გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველმა შემტევმა, მეტსახელად "კვარადონამ", სერია A ელვისებური სისწრაფით აიღო. მან თავისი სტაბილურობით, მომაჯადოებელი ტექნიკითა და უნარებით არა მხოლოდ საკუთარი გულშემატკივრები, არამედ მთლიანი საფეხბურთო სამყარო მოხიბლა. 21 წლის ფეხბურთელმა "ნაპოლის" მაისური 20 შეხვედრაში მოირგო და თავი 9 გოლითა და 12 ასისტით გამოიჩინა, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე წარუმატებლობამ შესაძლოა მისი შანსები მნიშვნელოვნად შეაფერხოს, თუმცა ყველაფერი
ჯერ წინაა" - წერს გამოცემა.

საუკეთესო ათეულში:

1 - ლიონელ მესი ("პარი სენ ჟერმენი")

2 - კილიან მბაპე ("პარი სენ ჟერმენი")

3 - ერლინ ჰოლანი ("მანჩესტერ სიტი")

4 - რობერტ ლევანდოვსკი ("ბარსელონა")

5 - ნეიმარი ("პარი სენ ჟერმენი")

6 - ვინისიუსი (მადრიდის "რეალი")

7 - კევინ დე ბრუინი ("მანჩესტერ სიტი")

8 - ლუკა მოდრიჩი (მადრიდის "რეალი")

9 - ხვიჩა კვარაცხელია ("ნაპოლი")

10 - ვიქტორ ოსიმენი ("ნაპოლი")

მკითხველის კომენტარები / 9 /
თითქოს შევეჩვიეთ და აღარ გვიკვირს, არადა, რამხელა საამაყოა, მესის, ნეიმარის, მოდრიჩის და სხვათა კამპანაიში, ქართველი ფეხბურთელის ხსენება რომ ძალიან ბუნებრივად მოჩანს.
მადლობა ხვიჩას ამ უდიდესი პოზიტივისთვის.
მიშა
14:31 25-01-2023
1
ასეთი ჩამონათვალი ვინმეს სპორტალზე რომ დაედო 1-1.5 წლის უკან ხომ წარმოგიდენიათ რამხელა ზღაპარი იქნებოდა? ხვიჩამ ზღაპარი აგვისურულა და უკვე დაგვაჯერა რომ წარმატებული სეზონის ბოლოს უფრო მაღლაც შეიძლება ვიხილოთ. მწვერვალის დროც მოვა. ეს ხომ პირველი სეზონია და თანაც მსოფლიო ჩემიპონატის წელი, სადაც ჯერ ჩვენ არ ვართ.
G.LA
15:49 25-01-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული