ჩაკვეტაძე ფორმაში დგება - შეუცვლელად ითამაშა და ისევ საგოლე გადაცემა გააკეთა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბრნოს" 2:1 დამარცხების შემდეგ "სლოვანი" ავსტრიაში ამხანაგურ მატჩში ადგილობრივ "სტ. პოლტენს" დაუზავდა (2:2) და ისევ გამოიჩინა თავი გიორგი ჩაკვეტაძემ.

ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა, აქტიური იყო, პირველ ტაიმში თანაგუნდელი ლოვატი მეკარეს პირისპირ შეჰყარა, მაგრამ მან შანსი ხელიდან გაუშვა. მეორე ტაიმში გიორგი საკუთარ საჯარიმოსთან ბურთს დაეუფლა, მეტოქეს გასცდა, პასი ვაისს გაუკეთა და მან მოწინააღმდეგის კარი დალაშქრა. ჩაკვეტაძეს თავადაც შეეძლო გატანა, თუმცა ორი მომენტი ვერ გამოიყენა.

ბრატისლავური გუნდის რიგებში 72-ე წუთამდე ითამაშეს გურამ კაშიამ და ჯაბა კანკავამ.

"სლოვანი" შემდეგ სპარინგს 28 იანვარს "ზალცბურგთან" გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 16 /
სამართალი რა არის იცით?
ზოგ ზოგებს ფეხბურთის ღრმა ანალიზის შესწავლა ჭირდება!
თენგო
27 იანვარი 2023 11:08
0
აგენტმა უნდა იმუშაოს კარგად და გიო წაიყვანოს ნაპოლის მსგავს კლუბში. დარწმუნებული ვარ ლაციოს ან რომას დაამშვენებდა და ძალიან დიდ ცეხბურთს ითამაშებდა.
გიორგი
26 იანვარი 2023 15:51
0
ყველა მოძრაობაზე, გადაცემაზე, მოედნის ხედვაზე ეტყობა, რომ ესმის რა ფეხბურთი, მაღალი დონეა და დასანანია, რომ სათანადო კარიერა ვერ აეწყო, წესით, კვარას მსგავსად უნდა გაეცნო მსოფლიოს
nika
26 იანვარი 2023 11:47
0
გიო მიდი რა მოინდომე მაგარი ბიჭი ხარ და გბალეშიკობთ მაგრად!!
გიორგი
26 იანვარი 2023 11:15
1
ერთი კაი დაარტყა, თავის სტილში.
ბევრი ირბინა ორივე ტაიმი, დაუღლელად.
ძალიან მაგარი დრიბლინგი, ორი მოატყულა სისწრაფეზე და კლასიკური პასი თავზე გადაგდებით.
ყველაზე მეტად მიხარია სისწრაფე რომ აღიდგინა სრულად
მხოლოდ კარში დარტყმების სიზუსტე და ძალიან მაგარი გახდება!
თენგო
26 იანვარი 2023 09:08
1
კვარა ყველამ იცის, გიო იქნება ჩვენი საიდუმლო იარაღი. მაგრამ დარწმუნებული ვარ მალე დიდ გუნდში გადავა, ღმერთს ვთხოვ ჯანმრთელად იყოს.
Gio
26 იანვარი 2023 06:22
0
გოლი მინდა ჩაკვეტაძე გოლი, ორი გოლი... :) გაიხარე გიო მაგარი ხარ, დარწმუნებული ვარ გოლების წვიმაც მალე წამოვა
ფეოლა
26 იანვარი 2023 01:26
0
ყველაფერი კარგია, მარა ერთია რა ამის საყვარელი ადგილიც მარცხენა ფრთაა ხვიჩას მსგავსაD, როგორმე უნდა შეეჩვიოს ცენტრში თამაშს პლეიმეიკერად.
რრრ
26 იანვარი 2023 01:24
0
ათამაშდა და ძალიან სასიხარულოა ეს ამბავი! წარმატებები გიო! იცის ამ ბიჭმა ფეხბურთის თამაში. ღმერთმა მალე მიგაღწევინოს მიზნებს
ხომ ერა
26 იანვარი 2023 00:38
0
რამ დაგბოღმათ
ტოტტი
25 იანვარი 2023 22:58
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული