კვარაცხელია და კიდევ 4 ნეაპოლელი - სერია A-ს პირველი წრის სიმბოლური

AutoSharing Option
დასრულდა სერია A-ს პირველი წრე, ლიდერმა "ნაპოლიმ" უახლოესი მდევარი "მილანი" 12 ქულით ჩამოიტოვა და Tuttomercatoweb-მა ნეაპოლური გუნდის 5 ფეხბურთელი სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.

ყველაზე მაღალი შეფასება ვიქტორ ოსიმენმა დაიმსახურა (7.2), ხოლო მეორეზე ხვიჩა კვარაცხელია (6.9) გავიდა.

გამოცემამ სიმბოლური ნაკრები 4-3-3 ტაქტიკური სქემით შეადგინა.

მეკარე: გულელმო ვიკარიო (ემპოლი, 6.58)

მცველები: პასკუალე მაცოკი (სალერნიტანა, 6.30), კიმ მინ ჯე (ნაპოლი, 6.39), კრის სმოლინგი (რომა, 6.31),  მარიო რუი (ნაპოლი, 6.37)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი, 6.42), სტანისლავ ლობოტკა (ნაპოლი, 6.50), ლუის ალბერტო (ლაციო, 6.43)

თავდამსხმელები: ხვიჩა
კვარაცხელია (ნაპოლი, 6.90), პაულო დიბალა (რომა, 6.85), ვიქტორ ოსიმენი (ნაპოლი, 7.20)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ხუთივე ღირსეულია
muro
02:00 26-01-2023
0
თუ შეინარჩუნეს ეს ხუთეული მომავალ წელსაც დადებენ სკუდეტოს
beqa
09:56 26-01-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული