ავტორიტეტულმა The Guardian-მა ხვიჩა აღიარა - ქართველი 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელებში დაასახელეს!

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა 2022 წლის 100 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაც მოხვდა.

თავდაპირველად გამოცემამ, მე-11-დან მე-100 პოზიციის ჩათვლით, საუკეთესოების ვინაობა გამოაქვეყნა, ტოპ 10-ს კი ხვალ დაასახელებს.

"ნაპოლის" ქართველი ვარსკვლავი მე-40 პოზიციაზე აღმოჩნდა. მან ისეთი ფეხბურთელები ჩამოიტოვა, როგორებიც იოზუა კიმიხი, კოდი გაკპო, თანაგუნდელი ვიქტორ ოსიმენი, რიად მაჰრეზი და სხვა ვარსკვლავები არიან.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 20 შეხვედრაში ითამაშა, სადაც თავი 9 გოლითა და 12 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
ამ სიის შემდგენს ხვიჩას თამაში იუვესთან, ლივერპულთან, აიაქსთან და სხვებთან უბრალოდ არ უნდა აყურებინო. არაა ღირსი. უყუროს ანტონის, ნუნიესს და მისთანებს. ამათ და მისთანებს შეიტანდნენ იმ ორმოცში. აბა საიდან შეაგროვეს, თუ რამე სხვა ფუტბოლს უყურებენ?
ამატაკი
26 იანვარი 2023 23:34
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული