"დააბრუნეთ ხვიჩა "რუბინში" და ისევ უფერული გახდება, უბრალოდ, "ნაპოლიში"... - ყოფილმა რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელია მწვავედ გააკრიტიკა

AutoSharing Option
ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ჩუგუნოვმა euro-football.ru-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ყველასთვის მოულოდნელად, მან ქართველი ფეხბურთელის მიმართ კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა.

"რუსეთში თამაშისას ყველა ამბობდა, რომ როცა ხვიჩა საკუთარ საჯარიმოში ბურთს მიიღებდა და მოწინააღმდეგის საჯარიმომდე მივიდოდა, უკვე იღლებოდა და არაფრის თავი აღარ ჰქონდა.

იტალიაში კი ის მოხვდა გუნდში, სადაც უამრავ შანსს უქმნიან და საშუალებას აძლევენ, საკუთარი კოზირები გამოიყენოს. დააბრუნეთ ის "რუბინში" ან მოსკოვის "დინამოში" და ისევ ის უფერული კვარაცხელია გახდება, რაც ის "ნაპოლიმდე" იყო.

უბრალოდ, ცაზე ვარსკვლავები მის სასარგებლოდ განლაგდნენ და
ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.

შედარება მარადონასთან? - დასაწყისისთვის, მან უნდა ითამაშოს ამ დონეზე მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში. ჯერ ნაადრევია ამის თქმა. უბრალოდ, ვარსკვლავები სწორად განლაგდნენ და ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას მივიდა. 

კარგი თანავარსკვლავედები იყო "ყუბანში", კიევის "დინამოსა" და "სპარტაკში". 1-2 წელიწადში ეს ყველაფერი, შესაძლოა, "ნაპოლიშიც" დაიშალოს. სტაბილურობა ბრწყინვალების ნიშანია. სმოლოვი "კრასნოდარში" ახლანდელ კვარაცხელიაზე ცუდ თამაშს არ აჩვენებდა.

ფეხბურთი არის თამაში, სადაც ყოველწლიურად და ყოველდღე უნდა დაამტკიცო შენი ღირსება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწინააღმდეგეები შენთან ადაპტირდებიან", - ამბობს ჩუგუნოვი.


მკითხველის კომენტარები / 86 /
მანდ ყველა უფერული გახდება, არამარტო ხვიჩა. ხარი ხართან დააბის პრინციპით. ისეთი ჩემპიონატია. ისევ ჰოკეის მიეძალეთ, ხომ ხედავთ კანადა თქვენზე ათი თავით მაღლა დგას. არამარტო კანადა
დავით 67
28 იანვარი 2023 03:39
0
მართალია. ისე, რაც თქვა ამ კაცმა, მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მათთან კარგი ფეხბურთელები ვერც თამაშობენ და ვერც ვითარდებიან. არარუსებს ხომ საერთოდ ძირავენ. ხვიჩამ გამოასწრო და ამას ტირიან..........
oto
28 იანვარი 2023 10:16
0
ჩუბანოვ ვარსკვლავებმა ის თქვეს და ისე განლაგდნენ თქვენს თავზე რომ მალე რუსეთის ჩემპიონატი აღარ იარსებებსო ხოდა სად ეპატიჟებით ჩვენს ვარსკვლავს ცოტა დაფიქრდით
gio9
27 იანვარი 2023 16:25
1
საკითხავია ხვიჩა იყო მანდ უფერული თუ მთლიანად რუსეთის ჩემპიონატი და ფეხბურთელები :))))
გიორგი
27 იანვარი 2023 13:09
0
ჩუგუნი უნდა გირტყას კაცმა
123 321
28 იანვარი 2023 08:35
0
კაცი გვარს ასე ამართლებდეს? არ მინახია ჩუგუნ-ია ნაღდად
Suxumchanin
27 იანვარი 2023 22:05
0
აშკარად შურით ლაპარაკობს და კვარა რომასთან გოლს რომ გაიტანს მაგას მიუძღვნის რომ შურით და ბოღმით გასკდეს … მალე რუსული ჩემპიონატი კი არა რუსეთი აღარ იარსებებს ჩუბან ვარსკვლავებმა ეგრე თქვეს
gio9
27 იანვარი 2023 16:20
1
ხვიჩას წარმატებები.
ასეთი გაბოროტებული არსებები სამწუხაროდ გამოჩნდებიან,ამან უფრო უნდა გაგაძლიდროს. სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაშიც ამოტივტივდებიან, მაგრამ არაუშავს.
პ.ს.
ისე მართალს იძახის თავის ჩემპიონატზე, ვინც არ უნდა მიიყვანონ შედეგს ვერავინ დადებს ისეა იქ ჩასვრილი ყველაფერი.
baggio
27 იანვარი 2023 13:01
1
ამ სისულელეს აქ რატომ აქვეყნებთ? მესი რომ გადავიყვანოთ ან მბაპე რუბინში ... ფეხბურთი რომ გუნდური თამაშია და ყველა ერთმანეთს ხელს უწყობს თავისი პლიუსების გამოვლენაში რა გასაკვირია რომ ამ "ბეი ბიგი" სტილის რუსული ფეხბურთის უცნობმა ვარსკვლავმა არ იცოდეს.
???
27 იანვარი 2023 19:16
0
რა საცოდავია ჩურბანოვი მესმის შენი გულისტკივილი მაგრამ ვერ დაგეხმარები.როგორ იბოღმებიან რუსები რომ კვარას ტალანტი ვერ დააფასეს,გირჩა ნაპოლი, გაუმარჯოს საქართველოს.
გივი
27 იანვარი 2023 20:13
2
საერთოდ რუსების კომენტარების კომენტარები ვის რაში აინტერესებს? ვინმეს კიდე ეჭვი ეპარება რო კარგს არაფერს იტყვიან (1 ან მაქსიმუმ 2 გამონალისი). ასე რომ რუსსკი კარაბლის გზა მაგათ და არ გვაინტერსებს რუსები რას ამბობენ სართოდ...
ID
27 იანვარი 2023 12:38
1
ვინ ჯანდაბაა ჩუბანოვია თუ ჩურბანოვი თუ იცით ვინმემემ? ნუ ტიპიური ღრუსისტანელი შოვინისტი რომ არის კი ეტყობა მაგის ნაბოდვარას
აკინ
27 იანვარი 2023 19:31
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული