"დააბრუნეთ ხვიჩა "რუბინში" და ისევ უფერული გახდება, უბრალოდ, "ნაპოლიში"... - ყოფილმა რუსმა ფეხბურთელმა კვარაცხელია მწვავედ გააკრიტიკა

AutoSharing Option
ვეტერანმა რუსმა ფეხბურთელმა ალექსანდრ ჩუგუნოვმა euro-football.ru-სთან ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ყველასთვის მოულოდნელად, მან ქართველი ფეხბურთელის მიმართ კრიტიკული სიტყვები არ დაიშურა.

"რუსეთში თამაშისას ყველა ამბობდა, რომ როცა ხვიჩა საკუთარ საჯარიმოში ბურთს მიიღებდა და მოწინააღმდეგის საჯარიმომდე მივიდოდა, უკვე იღლებოდა და არაფრის თავი აღარ ჰქონდა.

იტალიაში კი ის მოხვდა გუნდში, სადაც უამრავ შანსს უქმნიან და საშუალებას აძლევენ, საკუთარი კოზირები გამოიყენოს. დააბრუნეთ ის "რუბინში" ან მოსკოვის "დინამოში" და ისევ ის უფერული კვარაცხელია გახდება, რაც ის "ნაპოლიმდე" იყო.

უბრალოდ, ცაზე ვარსკვლავები მის სასარგებლოდ განლაგდნენ და
ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა.

შედარება მარადონასთან? - დასაწყისისთვის, მან უნდა ითამაშოს ამ დონეზე მინიმუმ ხუთი წლის განმავლობაში. ჯერ ნაადრევია ამის თქმა. უბრალოდ, ვარსკვლავები სწორად განლაგდნენ და ხვიჩა საჭირო დროს საჭირო ადგილას მივიდა. 

კარგი თანავარსკვლავედები იყო "ყუბანში", კიევის "დინამოსა" და "სპარტაკში". 1-2 წელიწადში ეს ყველაფერი, შესაძლოა, "ნაპოლიშიც" დაიშალოს. სტაბილურობა ბრწყინვალების ნიშანია. სმოლოვი "კრასნოდარში" ახლანდელ კვარაცხელიაზე ცუდ თამაშს არ აჩვენებდა.

ფეხბურთი არის თამაში, სადაც ყოველწლიურად და ყოველდღე უნდა დაამტკიცო შენი ღირსება, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოწინააღმდეგეები შენთან ადაპტირდებიან", - ამბობს ჩუგუნოვი.


მკითხველის კომენტარები / 86 /
გვარს ამართლებს ჩუგუნოვი.. ეს მართლა ჩუგუნი. ამის კლოუნი..
ირაკლი
27 იანვარი 2023 20:32
0
ხვიჩა რუბინში რომ თამაშობდა კარგად, მე მაშინ მას სოციალურ ქსელში მივწერე. არ ვიცი, წაიკითხა თუ არა, მაგრამ ზუსტად ის გააკეთა, რაც მე მივწერე:
August 28, 2021
ნაკრებში ითამაშე კარგად და წაგიყვანს დიდი გუნდი.
September 9, 2021
თავი უნდა გამოიჩინო საერთაშორისო შეხვედრებში.
რუსეთის ჩემპიონატში თავი დაზოგე, ტრავმებს მოერიდე, პასებით ითამაშე, შორიდან გაიტანე.
November 1, 2021
ნაკრებში უნდა ითამაშო კარგად. რუსეთში გატანილი გოლებით დიდ გუნდებს ვერ გააკვირვებ.
რაც უფრო კარგად თამაშობ რუბინში, უფრო უმატებს ფასს ჯუღელი. რუბინში თავი უნდა დაზოგო, ტრავმებს მოერიდო და საქართველოს ნაკრებში გამოიჩინო თავი კარგი თამაშით.
ქ. გ.
27 იანვარი 2023 14:08
1
მიდით მოუშალეთ ნერვები ხალხს, მოლოდეც
კაპიტან გარდენბურგი
27 იანვარი 2023 12:11
1
ეგ ვარსკვლავები აშკარად არასწორად განლაგდნენ დედაშენისთვის და მგონი ჯობია სახლში მიგვასწრო.
ირაკლი
28 იანვარი 2023 02:30
1
მართლა ჩუგუნის "მზეა"
შაკო
28 იანვარი 2023 01:22
1
სმოლოვი კრასნოდარშიო:)) ბარემ ბუზნიკინი როსტელმაშშიც...
gionat
28 იანვარი 2023 00:57
0
ეს ვინღა კოდალაა.ოჯახის წევრების მეტმა არ იცის მგონი ამის არსებობა და ისეთ კაცზე ლაპარაკობს,მსოფლიოს თუ არა ევროპას რო გააცნო თავი.ჩუგუნი კი არა ებონიტია
ჯელა
27 იანვარი 2023 15:20
0
ეს ჩუგუნოვია თუ ცაგარელი, რა ვარსკვლავები განლაგდდნენო რა უნდა ამ ჩემისას:)
გია
27 იანვარი 2023 15:11
1
გადაიყვანეთ მესი რუბინში და ისიც გაუფერულდება! ეგ ეგრე მუშაობს. ძნელია ქაქში ანათებდე
რეზო
28 იანვარი 2023 10:35
0
ჩუგანოვი სრულიად ამართლებს თავის გვარს.შე ბოღმიანო ნაბიჭვარო.ისიც თქვი რა ფეხბურთელებიც თამაშობენ რუსეთის ჩემპიონატში ,რუბინში და დინამოშიც.ეს ფეხბურთია და ფეხბურთს გუნდი თამაშობს შე საწყალო
ლევანი
28 იანვარი 2023 01:18
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული