რა შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "რომასთან" მატჩში

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" სერია "ა"-ს მე-20 ტურში "რომას" 2:1 მოუგო, ქართველმა ნახევარმცველმა კი საგოლე პასი გააკეთა. "კვარამ" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო შეფასება მიიღო, მიუხედავად იმისა, რომ მისგან სულ საუკეთესო შედეგს ველოდებით. 

ცნობილმა პორტალმა whoscored.com-მა ხვიჩას 6.9 დაუწერა, რაც "ნაპოლის" რიგებში მე-4 შედეგი გახლდათ. ქართველზე მეტი ქულით პიოტრ ზელინსკის, ირვინ ლოსანოსა და ჯოვანი სიმეონეს თამაში შეფასდა. მატჩის მონაწილე 32 ფეხბურთელს შორის "კვარა" შეფასებით მე-6 იყო. 

ქართველი ნახევარმცველის გუნდმა 53 ქულა დააგროვა და ჩემპიონატს 13-ქულიანი ჰანდიკაპით ლიდერობს. ხვიჩა კვარაცხელიას 7 გატანილ გოლთან ერთად,
სერია "ა"-ში 8 შედეგიანი პასი აქვს გაკეთებული, რაც ლიგაში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან ერთად საუკეთესო მაჩვენებელია.

altკვარაცხელიას საგოლე პასი - "ნაპოლიმ" "რომას" სძლია და სკუდეტოსკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ხვიჩას ლოსანოს პასი ეგრევე უნდა დაერტყა რადგან ძლიერი ჩაწოდებული იყო და დამუშავება გაუჭირდა.ასე ასეთ მნიშვნელოვან მატჩში საგოლე პასი გააკეთა რა ცოტაა? ხოლო ზელელენსკიმ ბევრი იშრომა და გუნდს მაგრად დაეხმარა.
ამაშია საქმე
14:32 30-01-2023
0
ზელენსკიმ რა ითამაშა ვერ დავინახე.
Ivan
09:15 30-01-2023
18
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული