ვაკო გვილიამ "რაკუვთან" კონტრაქტი გაწყვიტა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 28 წლის ნახევარმცველმა ვაკო გვილიამ პოლონეთის ჩემპიონატის ლიდერთან, "რაკუვთან", კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა.

გვილია "რაკუვში" 2021 წლის აგვისტოში "ლეგიადან" გადავიდა. ამ გუნდში 28 მატჩში 1684 წუთი ითამაშა და 1 გოლი გაიტანა, ამ სეზონში კი თამაში თითქმის არ უწევდა.

აწ უკვე ყოფილმა კლუბმა გვილიას მადლობა გადაუხადა და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.

გვილია ამჟამად თავისუფალი აგენტია და ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას.

მკითხველის კომენტარები / 6 /
ბათუმში კარგი იქნებოდა ალთუნაშვილი-გვილიას წყვილი ნახევარდაცვის ცენტრში.
Lasha
19:23 30-01-2023
2
ზაფხულამდე ბათუმში იდიალური იქნებოდა
beqa
19:54 30-01-2023
3

სიახლეები პოპულარული