მიქაუტაძის მეათე გოლი ლიგა 2-ში - "მეცი" ფრეს დასჯერდა, ზურიკოს "ბორდო" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 2-ის 21-ე ტურში "გიორგი მიქაუტაძემ გოლი გაიტანა - მიმდინარე ტურნირზე მე-10 და ბომბარდირთა დავაში მხოლოდ 1 გოლით ჩამორჩება ჯოშუა მაჯას (ბორდო).

"მეცი" საკუთარ მოედანზე "როდეზთან" ფრეს დასჯერდა (1:1). მასპინძელთა თავდამსხმელი მიქაუტაძე მწვრთნელმა ისევ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მან 39-ე წუთზე კარგი მომენტი ვერ გამოიყენა, 63-ე წუთზე თავისი გუნდი ულამაზესი გოლით დააწინაურა, 74-ეზე კი ყვითელი ბარათი მიიღო. სტუმრებმა საპასუხო გოლი 79-ე წუთზე გაიტანეს. "როდეზის" განაცხადში არ იყვნენ ამირან სანაია და ნიკოლოზ ქუთათელაძე.

"მეცი" 33 ქულით მეხუთე ადგილზეა და 6 თებერვალს
გასვლაზე „ამიენს“ შეხვდება.

მეცი. "სენ-სიმფორიენი"
მეცი - როდეზი 1:1
გოლები: 1:0 მიქაუტაძე (63), 1:1 ბუასიე (79)
გაძევება: მპასი (90, როდეზი)

"ბორდო" სახლში ლიდერ "ავრთან" 1:2 დამარცხდა. მასპინძელთა სასტარტოში იყო ზურიკო დავითაშვილი, რომელიც მართლაც ძალიან აქტიურობდა და ხშირად ეუხეშებოდნენ. დავითაშვილს ორჯერ გატანა მეკარემ არ დაანება, ერთხელ შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ ბურთი კარს ააცილა და 76-ე წუთზე შეცვალეს.

ჟირონდული გუნდი 36 ქულით მესამე პოზიციაზეა (ამდენივე ქულით, მაგრამ უკეთესი დამატებითი მაჩვენებლით მეორე ადგილზეა "სოშო") და 3 თებერვალს გასვლაზე „პოს“ დაუპირისპირდება.

ბორდო. „მატმიუტ-ატლანტიკი“
ბორდო - ავრი 1:2
გოლები: 0:1 კაზიმირი (15), 1:1 ნ’სიმბა (55), 1:2 ელ ჰაჯამი (78)

მკითხველის კომენტარები / 5 /
ვიდეო
https://www.youtube.com/watch?v=8LYqT4wb8N8
ქ. გ.
02 თებერვალი 2023 03:55
0
ჟორჟიც და "აბრეზიჩიც" საჭირო ფეხბურთელები არიან საქართველოს ნაკრებისთვის!!! წარმატებები მათ და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
01 თებერვალი 2023 15:28
1
გიორგიმ დიდებული გოლი გაიტანა,ზურიკომ კი,21 წუთზე,ფლანგზე,ორ მცველთან ბრძოლაში ბურთი დაიჭირა და როცა შორეულ ძელთან პარტნიორი შემოვიდა,თავზე დაასვა ბურთი.პარტნიორმა პირდაპირ ურქინა ბურთს და თითქოს კარს იქით გზა აღარ იყო,მაგრამ მეკარეს მოარტყა და 100%-იანი მომენტი განიავდა.
სოსო
01 თებერვალი 2023 15:09
0
Jorjma magari ki gacheda!!!
L.J .
01 თებერვალი 2023 13:48
0
გუშინდელ თამაშში, ამ გუნდის მწვრთნელი მგონი მოწინააღმდეგეებს ყავდა ნაყიდი, ყველაზე აქტიური და შემოქმედებითი ზურიკო გაიყვანა და დაუყოვნებლივ მიიღო საკადრისი პასუხი!
გულშემატკივარი
01 თებერვალი 2023 11:26
1

სიახლეები პოპულარული