Geo Team-ის ინფორმაციით, გიორგი ხაბულიანი კარიერას ესპანურ "ლევანტეში" გააგრძელებს.
18 წლის ფორვარდი უახლოეს პერიოდში სამუშაო ვიზას მიიღებს და ესპანეთში გაემგზავრება. მხარეებს შორის 2+2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.
როგორც ცნობილია, გიორგიმ საწყისი 2-წლიანი კონტრაქტი მეორე გუნდთან გააფორმა, დარჩენილი 2 კი - პირველთან.