წიტაიშვილი: კიევის "დინამოში" დაბრუნდება? - არ მინდა მეოთხეჯერ შევცდე

AutoSharing Option
კიევის "დინამოს" 22 წლის ნახევარმცველმა გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც "ლეხში" იჯარის წესით თამაშობს, თავის გუნდში დაბრუნებაზე უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა:

- ჯერ მე ყველაფერი კარგად მაქვს. "ლეხთან" თანამშრომლობის გაგრძელებაზე არ გვისაუბრია. ამ კლუბთან კონტრაქტით კიდევ ნახევარი წელი ვარ დაკავშირებული და ამ დროის განმავლობაში მინდა რაც შეიძლება უკეთ წარმოვაჩინო თავი. არ მსურს მოვლენებს დავასწრო. ვნახოთ, სიტუაცია როგორ განვითარდება. როდესაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება, მაშინ დავსხდებით და რაღაცას ერთად გადავწყვეტთ.

- "დინამოში" დაბრუნების სურვილი თუ გაქვთ?
- ჯერ რაიმეს თქმა ძნელია. ეს მრავალ ფაქტორზეა
დამოკიდებული. ამ ეტაპზე ჩემს ამჟამინდელ გუნდზე ვარ სრულად კონცენტრირებული. მალე მე ნაკრებში საპასუხისმგებლო პერიოდი მელის. დრო ყველაფერს გვაჩვენებს. მით უმეტეს, უცნობია, როგორი ვითარება იქნება ნახევარი წლის შემდეგ უკრაინაში.

- ომის გამო უკრაინაში დაბრუნების შიში გაქვთ?
- არა, შიში არ მაქვს. "დინამოში" დაბრუნებასთან დაკავშირებით ჩემი იჭვნეულობა მხოლოდ სპორტულ მომენტებთანაა დაკავშირებული. ადრე სამჯერ მინდოდა "დინამოდან" წასვლა, მაგრამ სამივეჯერ დავრჩი, რადგან მწვრთნელები ამბობდნენ, რომ ჩემზე იმედებს ამყარებდნენ. მე ვცდებოდი და გუნდში მეორე როლზე ვრჩებოდი. არ მინდა მეოთხედ შევცდე. მე ფეხბურთის თამაში მჭირდება.

- იანვარში "დინამომ" თავისი ძირითადი გარემარბი ციგანკოვი გაყიდა. შესაძლოა, ეს თქვენთვის მისი პოზიციის დაკავების შანსია?
- რა თქმა უნდა, "დინამოს" და მის სატრანსფერო სიახლეებზე დაკვირვებას ყურადღებით ვაგრძელებ. ციგანკოვის პოტენციურ შეცვლაზე ჯერ არ ვფიქრობ. ახლა უფრო ამჟამინდელ კლუბზე ვარ კონცენტრირებული.

- "დინამოს" თქვენ მიმართ რაიმე ფინანსური დავალიანება აქვს?
- არა. ამ მხრივ მე კლუბთან არასოდეს არ მქონია პრობლემები.

წიტაიშვილს კიევის "დინამოსთან" ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

მკითხველის კომენტარები / 5 /
Ეს რო კიევის კი არა მოსკოვის დინამოში იყო წამოგიდგენიათ აქ რა ამბავს ატეხავდა სექტა?
Ლ.გიო
21:24 01-02-2023
38
Meore tamashia Lexi ver igebs da cocxali tavit ar shemokavs giorgi mwvrtnels,unda datovos es gundi codoa.
Givi
23:52 01-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული