"კვარაცხელიას კლასის შესაბამისი კონტრაქტი უნდა გაუფორმონ, მერეტს "ტოტენჰემი" ეპატიჟება" - იტალიელი ჟურნალისტი

AutoSharing Option
ტელეკომპანია Rai-ს სატრანსფერო ექსპერტმა ჩირო ვენერატომ Calcionapoli24tv-სთან "ნაპოლის" სტრატეგიის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია გაუმჯობესებულ კონტრაქტს იმსახურებს:

"ტოტენჰემი" "ნაპოლის" მეკარე ალექს მერეტით დაინტერესდა და ზაფხულში მის გადაბირებას შეეცდება. ლონდონური კლუბი უკვე დაუკავშირდა ფეხბურთელის წარმომადგენლებს. მათ უნდათ იტალიელი უგო ლორისის ხანგრძლივვადიან შემცვლელად აიყვანონ და ამისაკენ დიდი ნაბიჯი გადადგეს.

კიმს ხელშეკრულებაში თანამშრომლობის გაწყვეტის პუნქტი აქვს. კორეელთან ამ პუნქტსა და ხელფასს შორის ბალანსი მოიძებნება, რადგან მას არსად წასვლა არ უნდა. პიოტრ ზელინსკისა და ირვინ ლოსანოს შემთხვევაში, ფეხბურთელების მხრიდან ანაზღაურების გადახედვის სურვილი
არ არსებობს.

ოსიმენი - კლუბმა შეიძლება გამონაკლისის სახით ბონუსებიანად გასამრჯელო 6 ან 7 მილიონ ევრომდეც კი გაუზარდოს, რამეთუ საკვანძო ფეხბურთელია და თუ კარიერის პრემიერლიგაში გაგრძელებას გადაწყვეტს, მისი დატოვება ძნელი გახდება. წინადადებები იქნება, მაგრამ "ნაპოლი" 120 მილიონზე ნაკლებად არ დათმობს. ის ნეაპოლში თავს ბედნიერად გრძნობს და ვნახოთ, რა არჩევანს გააკეთებს მომავალში.

კვარაცხელია "ნაპოლიში" დარჩება და სეზონის ბოლოს მისი კლასის შესაბამისი კონტრაქტი უნდა გაუფორმონ. ბიჭის და მისი გარემოცვის სურვილი დე ლაურენტისის კლუბში თამაშის გაგრძელებაა".

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მდაბიო ხელფასი აქვს ხვიჩას. არ შეიძლება ლიდერი ესეთ პოზიციაში გყავდეს გუნდში.
ტფუი
07:25 03-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული