დიდი ცვლილებები "სიტიში" - ზაფხულში გვარდიოლას მთავარი სამიზნე კვარაცხელია იქნება?

AutoSharing Option
Daily Mail-ის ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში "სიტიში" დიდი ცვლილებებია მოსალოდნელი.

წყარო წერს, რომ მანჩესტერელები ვინგერის პოზიციაზე აპირებენ გაძლიერებას და ორ ფეხბურთელს, ხვიჩა კვარაცხელიასა და რაფაელ ლეაოს ადევნებენ თვალს.

პოპულარული და ავტორიტეტული ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ქართველი არა მხოლოდ "ქალაქელებს" სურთ, არამედ ხვიჩა მსოფლიო გრანდების ყურადღების ცენტრშია. 

აქვე გეტყვით, რომ ჟოაო კანსელოს გვარდიოლასთან კონფლიქტისა და იჯარით "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ ბრიტანული პრესა "სიტიდან" წამსვლელებზე უფრო ხმაურიანად ალაპარაკდა. 

იწერება იმის შესახებ, რომ მანჩესტერს ზაფხულში ილქაი გიუნდოგანი, კაილ უოლკერი, ბერნარდო სილვა და აიმერიკ
ლაპორტი გამოემშვიდობებიან, კანსელოს კი "ბაიერნი" გამოისყიდის.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ფეხბურთი 150 წელია საქართველოშია,დღემდე შემტევს,თავდამსხმელს ეძახდნენ საიდაბ მოათარიეთ ეს ვინგერი,ჰანდიკაპი,სეივი...სკოლაში ქართულს არ გასწალიდნენ თქვე საციდავებო?
ვიქტორ არასიმეონე
09:11 06-02-2023
1
კაით რა უნდა დოღლიგაში,მითუმეტეს ტლუ გვარდიოლასთან გეგუჩაძესავით რო შეაბერდა სიტის და წასვლის დრო როა ვერ ხვდება გაალუზერა სიტი,ხვიჩა ინგლისში მხოლოდ ლივერპულში თუ მოიხოდება,კარგ ადგილა არის მინიმუმ სეზონ ნახევარი მანდ უნდა დაგლიჯოს და მერე რეალი/პსჟ/ბაიერნი/ ერთერთში წავა,რახან რეალი ევასება ბარსაში არ წავა,მაგრამ ამ ლაურენტესმა შეიძლება ჩელსიშიც მიაპრადალოს,ამიტომ ჯერ დაღვინდეს ხვიჩინიო,მერე თავად გადაწყვეტს
ნიკო
01:50 04-02-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული