1 მილიონზე მეტი მოწონება საკუთარ გვერდზე - "კვარას" "იუვენტუსთან" ფოტოები 7-ნიშნულიან მაჩვენებელს გადასცდა

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე კვირის წინ საკუთარ "ინსტაგრამის" გვერდზე 1 მილიონ გამომწერს გადასცდა, რითაც პირველი ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ამ ნიშნულს გადააბიჯა.

ამ მომენტისთვის "კვარას" პერსონალურ გვერდზე 1.2 მილიონი მიმდევარი ჰყავს.

ხვიჩას "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ განთავსებულ ფოტოებს უკვე 1 მილიონზე მეტი მოწონება და თითქმის 11 000 კომენტარი აქვს, რომლებშიც თავმოყრილია ქართველი და უცხოელი გულშემატკივრების სამადლობელი გამოხმაურებები.

შეგახსენებთ, სერია A-ს 20 ტურის შემდეგ "ნაპოლი" 53 ქულით გათამაშების უპირობო ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" კი 13 ქულით უსწრებს.

რაც შეეხება მომდევნო შეხვედრას, "პარტენოპეი" 5
თებერვალს "სპეციას" ესტუმრება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული