მაშინ, როდესაც "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით იტალიაში ყველა აღფრთოვანებულია, რომელმაც სადებიუტო სეზონში სერია A-ს 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, საფეხბურთო აგენტი და "პარმას" ყოფილი სპორტული დირექტორი ენრიკო ფედელე ქართველის მიმართ რატომღაც კვლავ კრიტიკულადაა განწყობილი. მან ტელეკომპანია Tele A-ს ეთერში ისაუბრა:
"იტალიურ კლუბებს ტოპ-ფეხბურთელების მზა სახით შეძენა არ შეუძლიათ. ვიქტორ ოსიმენი, მაგალითად, ვარსკვლავი იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე წელიწადში გახდა. როდესაც ხვიჩა კვარაცხელია ჩამოვიდა, ვარსკვლავურ მოთამაშედ არ ითვლებოდა.
"ნაპოლის" მარცხენა თავდამსხმელზე ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მუდამ
AreaNapoli-მ აღნიშნა, რომ ფედელე ცოტა არ იყოს ირონიული იყო. გამოცემა წერს, რომ კვარაცხელია სერიოზული, კარგი, თავშეკავებული ადამიანია და ფეთქებადი ხასიათი არ აქვს.
ფედელეს ნათქვამს calcionapoli24-იც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ მან იხუმრა, რადგან ფეხბურთელის დგომის მანერა და მიმიკა არ მოსწონს.
მხოლოდ სთორი დადო, რომელიც ბებიის ხსოვნას მიუძღვნა.