იტალიურ მედიაში წერენ, რომ "სპეციაში" ახალწვეულ ელდორ შომუროდოვის დიდი იმედი აქვთ და მის ხვიჩა კვარაცხელიასთან ერთგვარ დუელზეც მიუთითებენ. ამ დაპირისპირებას უფრო დიდი ისტორია აქვს, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
ხვიჩასა და ელდორის ურთიერთშეხვედრების ისტორია რუსეთიდან იწყება. 27 წლის უზბეკი 4 წლის განმავლობაში "როსტოვის" ღირსებას იცავდა. მას "ჯენოაში" საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა, საიდანაც "რომაში" აღმოჩნდა, თუმცა კონკურენციაში თავი სათანადოდ ვერ წარმოაჩინა.
ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირებაში ნეაპოლელებმა გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს და შედეგის მიღწევა საკმაოდ გაუჭირდათ. ქართველი გარემარბი აქტიური იყო, თუმცა გატანა ვერ მოახერხა. სპალეტის გუნდს მატჩის მიწურულს ჯაკომო რასპადორის გოლმა მოაგებინა (1:0). სერია "ა"-ს იანვრის თვის საუკეთესო მწვრთნელად დასახელებულმა ლუჩანომ მაშინ ემოციები ვერ შეიკავა და საფინალო სასტვენამდე ცოტა ხნით ადრე გააძევეს.
ნეაპოლელებს მხოლოდ ტანგი ნდომბელე დააკლდებათ. თუკი ვიქტორ ოსიმენი გატანას შეძლებს, მას 15 გოლი დაუგროვდება, რაც მისთვის უკვე კარიერაში საუკეთესო შედეგი იქნება. ქართულ-ნიგერიული დუეტის შეთამაშება მართლაც მაღალ დონეზეა აყვანილი. შეგახსენებთ, კვარაცხელიას ჩემპიონატში 7 გოლი და 8 შედეგიანი მოქმედება აქვს. მატჩის მთავარი არბიტრი 41 წლის მარკო დი ბელოა.
ზაფხულში ოსიმენის შესაძენად ფრანგული და ინგლისური გრანდები იბრძოლებენ