"კვარაცხელია თავჩაქინდრული და ფერმკრთალია და ექიმთან წავიყვან" - ფედელეს ირონია თუ უკბილო ხუმრობა

AutoSharing Option
მაშინ, როდესაც "ნაპოლის" გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიას თამაშით იტალიაში ყველა აღფრთოვანებულია, რომელმაც სადებიუტო სეზონში სერია A-ს 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა, საფეხბურთო აგენტი და "პარმას" ყოფილი სპორტული დირექტორი ენრიკო ფედელე ქართველის მიმართ რატომღაც კვლავ კრიტიკულადაა განწყობილი. მან ტელეკომპანია Tele A-ს ეთერში ისაუბრა:

"იტალიურ კლუბებს ტოპ-ფეხბურთელების მზა სახით შეძენა არ შეუძლიათ. ვიქტორ ოსიმენი, მაგალითად, ვარსკვლავი იტალიაში ჩამოსვლის შემდეგ რამდენიმე წელიწადში გახდა. როდესაც ხვიჩა კვარაცხელია ჩამოვიდა, ვარსკვლავურ მოთამაშედ არ ითვლებოდა.

"ნაპოლის" მარცხენა თავდამსხმელზე ერთი რამ შემიძლია ვთქვა: მუდამ
თავჩაქინდრული რატომაა? მე ვხედავ, რომ ის ზედმეტად ფერმკრთალია. ვფიქრობ, უახლოეს დღეებში ექიმთან წავიყვან, რათა მან გასინჯოს".

AreaNapoli-მ აღნიშნა, რომ ფედელე ცოტა არ იყოს ირონიული იყო. გამოცემა წერს, რომ კვარაცხელია სერიოზული, კარგი, თავშეკავებული ადამიანია და ფეთქებადი ხასიათი არ აქვს.

ფედელეს ნათქვამს calcionapoli24-იც გამოეხმაურა და ხაზი გაუსვა, რომ მან იხუმრა, რადგან ფეხბურთელის დგომის მანერა და მიმიკა არ მოსწონს.

altცნობილი მოქანდაკე კვარაცხელიას ეწვია და მისი სტატუეტი აჩუქა

altკვარაცხელია-შომუროდოვის კიდევ ერთი დაპირისპირება - "ნაპოლი" ლიდერობის განმტკიცებისთვის!..

alt"საჩუქარი აუცილებლად იქნება" - რას დაჰპირდა დე ლაურენტისი "ნაპოლის" ფეხბურთელებს

alt1 მილიონზე მეტი მოწონება საკუთარ გვერდზე - "კვარას" "იუვენტუსთან" ფოტოები 7-ნიშნულიან მაჩვენებელს გადასცდა

alt"ხვიჩა, პირველი ხარ" - ემოციური ვიდეო ნეაპოლიდან [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 30 /
გამზრდელი ბებია ყავდა ბიჭს გარდაცვლილი დასაფლავებულიც არ იყო, თან იცოდა ბოლო გზაზეც ვერ გააცილებდა და გამოსულიყო და ეცეკვა? კაით რა, ზოგიერთს ბებია კიდია, ის კი არა კილერებს უგზავნიან, მარა ხვიჩას ძაან უყვარდა.
დათოს
04 თებერვალი 2023 23:12
2
კვარა
თავმდაბლობა მაგათთვის უცხო ხილია,
შენ ისევ მასეთი დარჩი, როგორიც ხარ
მაგაშია შენი სიძლიერე!
თენგო
04 თებერვალი 2023 08:18
2
ბატონო ფედელე, პურის ყანაში მარცვლით სავსე თავთავი მუდამ თავჩაღუნულია, რაც მისი დადებითია და არა უარყოფითი. ისიც გახსოვდეს, დიდი ფეხბურთელობას თავჩაღუნული ვარჯიში უნდა.
ჟორა გაბრიჭიძე
04 თებერვალი 2023 15:42
0
ჩვეულებრივი ჰეიტერია. ნუ აქცევთ ყურადღებას. პირიქით, ეს იმის კიდევ ერთი მანიშნებელია, რომ კვარა მართლაც უმაგრესია რადგან ჩვეულებრივ, უბრალოდ კარგ და არა უმაგრესებს
ჰეიტერები არ ყავთ.
ჰეიტერი როგორც წესი ერთი კომპლექსიანი, ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ტიპია. ხოდა ნუ იშლით ნერვებს, ეგ ტიპი არც ჩვენი და არც კვარას პრობლემა არ არის, საკუთარი თავის პრობლემაა.
არტ
04 თებერვალი 2023 11:25
2
იტალიელებს ეძახიან ევროპელ სომხებს, ამით ყველაფერია ნათქვამი
დავითი
04 თებერვალი 2023 10:07
7
მა პოლონელები?!
Сначала подумай, потом говорит -ო ასე თქვა ბუბას გმირმა ,,მიმინოში", გაიგეეე? ))
ბს
04 თებერვალი 2023 13:04
2
მე ბერძნებზე გამიგია...
დდდ
04 თებერვალი 2023 15:59
0
ჩვეულებრივი ბოღმაა რა, ვერ ეგუება რომ ასეთ ვარსკვლავის აგენტი თვითონ არაა, ან თუნდაც ვინმე მასზე ცნობილი და ვიღაც უცნობი ჯუღელი შეიძლება მალე მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელის აგენტი გახდეს.
ტტტ
04 თებერვალი 2023 14:12
1
ექიმთან შენი ცოლი წაიყვანე ფედელე და გაარკვიე, შენს არყოფნაში მუცელი რა მიზეზით გაებერა
მემატიანე
04 თებერვალი 2023 10:22
4
Etkoba politanos fania is dadis moedanze gabreqili da arsad daekargos.
Givi
04 თებერვალი 2023 14:30
0
გამოდის, რომ ხვიჩას მთავარი ნაკლი ის ყოფილა, რომ ერთი - მავრი არ არის და მეორე - თავჩაქინდრული არიგებს იმაზე მეტ საგოლე გადაცემას, ვინემ დანარჩენი თავაღერებული იტალიელი თუ ლეგიონერი ვარსკვლავები... ჰოდა, რაღას ვერჩით ამ კაცს, მაგაზე მეტი ჰეითერი გვაშოროს გამჩენმა ჩვენც და ჩვენს ოქრო ბიჭსაც...
ვოოტ
04 თებერვალი 2023 12:52
0
რაღაც ინდივიდუალური ბოღმა კუჭს უშლის, რაც მისი პრობლემაა. წარმატებული ადამიანების მიმართ აგრესია შურის გამო ზოგს უჩნდება ხოლმე. ისინი საკუთარ თავს თავად ისჯიან ხოლმე, რადგან სხვის ყოველ მომდევნო წარმატებაზე მძიმე განცდები აქვთ და იტანჯებიან! ასეთები შეიძლება ბევრი გამოჩნდეს.
დო მაჟორი
04 თებერვალი 2023 14:04
0

სიახლეები პოპულარული