გიორგი ქვილითაიას ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 22-ე ტურში, სახლში "აპოლონთან" მოგებულ მატჩში (3:1), "აპოელის" თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ პენალტით ანგარიში გაათანაბრა და ტკივილის გამო წელზე ხელი მოიკიდა, რის შემდეგაც თამაშის გაგრძელება ვერ შეძლო და მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

გუნდის მწვრთნელმა ვლადან მილოევიჩმა განაცხადა, რომ ქართველს სპაზმი ჰქონდა, ნეკნი სტკიოდა და სუნთქვა უჭირდა.

goal.philenews-ის ცნობით, ქვილითაიას სერიოზული არაფერი სჭირს, მომავალ კვირაში ვარჯიშს განაახლებს და 11 თებერვალს "ენოსისთან" შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
წარმატებები გიო, ძლიერი ხარ და ძალა აღმართს მოხსნავს!
ლაშა
00:26 05-02-2023
0

სიახლეები პოპულარული