კვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა, ოსიმენის დუბლი - "ნაპოლი" "ინტერს" 16 ქულით გაექცა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს 21-ე ტურში „ნაპოლიმ“ გასვლაზე „სპეცია“ 3:0 დაამარცხა.

ხვიჩა კვარაცხელიამ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და გოლი და საგოლე გადაცემა მიითვალა - მის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატზე 8 გოლი და 9 საგოლე პასია.

მივყვეთ ქრონოლუგიურად: როგორც მოსალოდნელი იყო ინიციატივას თავიდანვე სტუმრები დაეუფლენ, პირველი მომენტი მე-11 წუთზე შექმნეს, როდესაც კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთზე ყველას დი ლორენცომ დაასწრო, მაგრამ მიზანს ვერ უწია. შემდეგ კვარაცხელიამ ამპადუს ბურთი აართვა, მეტოქემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. მორიგი იერიშისას ხვიჩამ დრიბლინგი წამოიწყო, საჯარიმოს ხაზთან მოცელეს, თავად დაარტყა
კარში და ბურთი მცველმა გამოიტანა. 37-ე წუთზე ქართველი ისევ შეიჭრა საჯარიმოში, გატანა სცადა, თუმცა ოდნავ ააცილა კარს. პირველი ტაიმის დასასრულს „კვარამ“ ოსიმენი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა და ნიგერიელმა შანსი ვერ გამოიყენა.

შესვენების შემდეგ მწვრთნელმა სპალეტიმ ლოსანო პოლიტანოთი შეცვალა, მასთან ბრძოლაში ბურთი საჯარიმოში ხელზე რეცას მოხვდა, პენალტი კი კვარაცხელიამ ზუსტად შეასრულა და მიმდინარე ჩემპიონატზე მერვე გოლი გაიტანა. ნეპოლელებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააგრძელეს, ხვიჩამ რამდენიმე მეტოქესთან გარემოცვაში მოახერხა დარტყმა და ბურთს მეკარე დაეუფლა. ცოტა ხანში ოსიმენმა გაიტანა, მსაჯმა კი მიიჩნია, რომ მან თამაშის წესები დაარღვია და გოლი არ ჩაუთვალა. თუმცა, მალე „კვარას“ ჩაწოდების მერე ბურთი მცველებმა გამოიტანეს, გამოსვლაზე მეკარეს ოსიმენმა აჯობა და ნეაპოლელები 2:0 დააწინაურა. ცოტა ხანში „კვარა“ მეკარესთან პირისპირ გაიჭრა, ყველა ელოდა, რომ თავად გაიტანდა, თუმცა უკეთეს პოზიციაზე მყოფი ოსიმენი მონახა და ამ სეზონში მეთექვსმეტე გოლი გაატანინა. მოკლედ, „კვარამ“ თავისი საქმე გააკეთა და სპალეტიმ შეცვალა.

„ნაპოლი“ 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან „ინტერს“ 16 ქულით უსწრებს და 12 თებერვალს „კრემონეზეს“ მიიღებს.

სპეცია. „ალბერტო პიკო“
სპეცია - ნაპოლი 0:3
გოლები: 0:1 კვარაცხელია (47, პენ), 0:2 ოსიმენი (68), 0:3 ოსიმენი (73)

მკითხველის კომენტარები / 45 /
ფორმულა 1-ში, სტარტის წინ მოტორს რომ ახურებენ, აი ისე ხურდება ხვიჩა პენალტის დარტყმის წინ. ყველაფერს ლამაზად და პროფესიულად აკეთებს.
ზაქრო
16:50 06-02-2023
0
99% გაიტანდა ხვიჩა იმ გოლს მაგრამ ოსიმენი პოზიციიდან გამომდინარე 100% გაიტანდა და პასიც გააკეთა. ესაა პროფესიონალიზმის თავმდაბლობის და გუნდური ის მაგალითი
ქართველი
10:25 06-02-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული