სპალეტი: მომავალში კვარაცხელიას ოსიმენი გაატანინებს

AutoSharing Option
სერია A-ს 21-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სპეციას" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ლუჩანო სპალეტიმ სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.

"კვარას" და ოსიმენის ასეთი თამაში ყველა მატჩში გვესაჭიროება, მოედნის საფარი საუკეთესო მდგომარეობაში არ იყო, ამიტომ ჩვენი ტემპის პოვნა გაგვიჭირდა, ორივე მათგანი ძალიან გუნდური ფეხბურთელია, რაც მათ მაღალ ხარისხს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს.

მართალია, დღეს ოსიმენს "კვარამ" გაატანინა, მაგრამ შემდეგში იგივეს ოსიმენი გააკეთებს და ამჯერად ხვიჩას გაატანინებს. გუნდურობა ინდივიდუალიზმზე წინ დგას. დიახ, პენალტისტი კვარაცხელიაა, თუმცა გვყავს სხვა
ფეხბურთელებიც, რომლებსაც თერთმეტმეტრიანების შესრულება კარგად შეუძლიათ" - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, ამ გამარჯვების შემდეგ "ნაპოლი"
56 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "პარტენოპეი" მომდევნო მატჩს 12 თებერვალს "კრემონეზეს" წინააღმდეგ გამართავს.

alt"რა ჯანდაბას მეკითხები?" - ჟურნალისტმა სპალეტი წყობიდან გამოიყვანა [VIDEO]

alt"მინდა, თანაგუნდელებსა და მწვრთნელს მადლობა გადავუხადო" - ოსიმენი სპეციასთან მატჩის შემდეგ

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სპეციასთან" მატჩში

მკითხველის კომენტარები / 12 /
ფოტოზე - ცაზე ოქროს მედლები გამოჩნდა.
დილორენცო - ხოხო რას ბრდღვიალებს!!!
კვარა - ჩამოუშვი, ჩამოუშვი.. მაინა მაინა...!!!
ოსიმენი - დაღარე ვითარცა ხაშლამა, მაგი დედაც ვატირე!!!
ოპტიმუს
06 თებერვალი 2023 09:45
2
Xvicha nagdi qartvelia da magitom iqceva egre ar eshleba arc is arc es egaa qartveloba aba gvaramiac qartvrlia da xvichac?
Lasha
06 თებერვალი 2023 09:29
3
ძალიან გამაკვირა და გამახარა პოლიტანოს გადახვევამ, ხვიჩას რომ მივარდა პენლის მერე და გადაეხვია. ყოჩაღ!
კაპიტან გარდენბურგი
06 თებერვალი 2023 02:20
0
რა კარგი ფოტოა!
ILIA
06 თებერვალი 2023 01:07
0
ძალიან მესიამოვნა ეგრე რომ მოიქცა კიდევ ერხელ დაგვანახა რომ მაღალ რეპუტაციული ფეხბურთელი და ადამიანია ყველაზე სწორი გადაწყვეტილება მიიღო მართლაც აღნიშვნის ღირსია მან კიდევ ერთხელ აჩვენა რომ მხოლოდ თავისთავზე არ ფიქრობს და იცოდა რომ გარდა იმისა რომ გუნდურობა უფრო მნიშვნელოვანია ოსიმენს ჭირდებოდა ეს გოლი და გაატანინა კიდეც და აჩვენა რომ გოლზე დაგეშებული ადამიანი არ არის კვარაცხელია გონება მახვილი და "დიდოსტატის ფეხია"!
T.q
05 თებერვალი 2023 23:16
2
13 თებერვალს ჩვენი ოქრო 22 წლის ხდება და ნაპოლის ბიჭებო ჰეთ თრიკი გაუხერხეთ .
zurabi
05 თებერვალი 2023 21:34
0
13-ში არა 12 თებერვალს, თუმცა გენაცვალე ვუერთები შენს სიტყვებს ;)))
ირაკლიუსი
06 თებერვალი 2023 00:21
0
შემდეგი თამაში უკვე კვარას დაბადების დღეზე უწევს.
.
05 თებერვალი 2023 20:46
0
კაცი რომელიც ფეხბურთს ალამაზებს. ბრავო ხვიჩა.
ისიდორე
05 თებერვალი 2023 20:20
0
მგონი ხუთი ტურით ადრე ზეიმს გავმართავთ და 33 წლის შემდეგ ჩემპიონი ნაპოლი გახდება . ესე იცის ქართულმა ნიჭმა.............
ალბათ
05 თებერვალი 2023 19:29
0
გეთანხმები სრულიად, ასე იცის ქართულმა ნიჭმა! თავის დროზე სტალინი იყო მთელს პლანეტაზე ყველაზე სახელგანთქმული ქართველი ადამიანი. ახლა კი აშკარად ხვიჩა კვარაცხელიაა!
aburjga
06 თებერვალი 2023 11:34
1
დაგლიჯა..........
სტალინი
05 თებერვალი 2023 19:26
1

სიახლეები პოპულარული