მინდა, თანაგუნდელებსა და მწვრთნელს მადლობა გადავუხადო - ოსიმენი "სპეციასთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
სერია A-ს 21-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "სპეციას" ესტუმრა და 3:0 დაამარცხა, "პარტენოპეის" ნიგერიელმა შემტევმა ვიქტორ ოსიმენმა აღნიშნულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.

მატჩის შემდეგ, ოსიმენი ჟურნალისტებს ესაუბრა, ვიქტორმა თანაგუნდელებსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს ლუჩანო სპალეტის მადლობა გადაუხადა:

"ამ გამარჯვებით ძალიან ბედნიერი ვარ, "ნაპოლიში" ძალიან გავიზარდე და საკუთარი თამაში გავაუმჯობესე, ამისთვის მინდა თანაგუნდელებსა და ლუჩანო სპალეტის დიდი მადლობა გადავუხადო. ჩემპიონატის მოგების კარგი შანსი გვაქვს, თუმცა ამაზე არ უნდა ვიფიქროთ და თითოეული მატჩისთვის კარგად მოვემზადოთ" - განაცხადა ოსიმენმა.

შეგახსენებთ, ამ გამარჯვების შემდეგ "ნაპოლი"
56 ქულით პირველ ადგილს იკავებს, "პარტენოპეი" მომდევნო მატჩს 12 თებერვალს "კრემონეზეს" წინააღმდეგ გამართავს.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "სპეციასთან" მატჩში

altკვარაცხელიას გოლი და საგოლე გადაცემა, ოსიმენის დუბლი - "ნაპოლი" "ინტერს" 16 ქულით გაექც

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯერ არ არის ჩემპიონი ნაპოლი.ყურადღებით და ძველებური შემართებით უნდა გააგრძელოს გუნდმა თამაში.ასეთ შემთხვევაში მათ ვერავინ შეეცილება სკუდეტოს.
დავით
09:01 06-02-2023
0
ყოჩაღ ხვიჩა! ყოჩაღ ოსიმენ! თქვენ მოიგეთ ორივემ ეს თამაში! ნაპოლი ჩემპიონია უკვე გილოცავთ! უთქვენოდ შანსი არ ექნებოდათ,ახლა კი ლაურენტისმა იფიქროს თქვენს დაჯილდოებაზე,შემდეგი უკვე ლიგას!!!
ზაზა
18:56 05-02-2023
3

სიახლეები პოპულარული