"ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება" - La Gazzetta dello Sport-ი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
იტალიური პოპულარული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სახალისო პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, ქართველმა სერია A-ში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მან "სპეციასთან" ჯერ პენალტი გაიტანა, შემდეგ კი ვიქტორ ოსიმენს გაატანინა.

"ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება", - წერს გამოცემა და "კვარას" სახალისო პოსტერს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას "ნაპოლი" 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 13 ქულით უსწრებს და 12 თებერვალს "კრემონეზეს" მიიღებს.

altხვიჩა ამ შანსს მოთმინებით ელოდა... ვინ გახდება იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი?

მკითხველის კომენტარები / 15 /
თუ არ ვცდები, ჩემპიონატი იტალიაში ივნისში სრულდება,ჰოდა,გაჩემპიონების შემთხვევაში,ნაღდად დაერქმევა მრავალ "ივნისელ" ნეაპოლელ ახალშობილს სახელი ხვიჩა. ასემც ყოფილიყოს!
კოტე
13:31 06-02-2023
1
სექტემბერ-ოქტომბრამდე რა, მანამდე შვებულება აქვთ აღებული და ბოვშვებს არ აკეთებენ?
მალხაზ ჯობავა
12:40 06-02-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული