"ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება" - La Gazzetta dello Sport-ი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
იტალიური პოპულარული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სახალისო პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, ქართველმა სერია A-ში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მან "სპეციასთან" ჯერ პენალტი გაიტანა, შემდეგ კი ვიქტორ ოსიმენს გაატანინა.

"ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება", - წერს გამოცემა და "კვარას" სახალისო პოსტერს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას "ნაპოლი" 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 13 ქულით უსწრებს და 12 თებერვალს "კრემონეზეს" მიიღებს.

altხვიჩა ამ შანსს მოთმინებით ელოდა... ვინ გახდება იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი?

მკითხველის კომენტარები / 15 /
ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება თუ არა რა მოგახსენოთ, მაგრამ თათია გიორგობიანის თამადობით ნეაპოლში ბლომად მომთხოვნი კი გამოუჩნდება ხვიჩას სუსტი სქესის წარმომადგენლების მხრიდან...
ლაშა
06 თებერვალი 2023 12:13
7
მოცეკვავე და მომღერალი ცეკვავენ ვარსკვლავებში...
ლაშა
06 თებერვალი 2023 19:15
0
თათია გიორგობიანი ვინაა ?
zura222
06 თებერვალი 2023 16:06
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული