"ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება" - La Gazzetta dello Sport-ი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
იტალიური პოპულარული გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სახალისო პოსტს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, ქართველმა სერია A-ში მორიგი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. მან "სპეციასთან" ჯერ პენალტი გაიტანა, შემდეგ კი ვიქტორ ოსიმენს გაატანინა.

"ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება", - წერს გამოცემა და "კვარას" სახალისო პოსტერს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩას "ნაპოლი" 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 13 ქულით უსწრებს და 12 თებერვალს "კრემონეზეს" მიიღებს.

altხვიჩა ამ შანსს მოთმინებით ელოდა... ვინ გახდება იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი?

მკითხველის კომენტარები / 15 /
საფრანგეთის მერიბელში, სამთო მოთხილამურეთა მსოფლიო ჩემპიონტი დაიწყო, რომელზეც მედლების პირველი კომპლექტი, ქალთა შორის კომბინაციაში გათამაშდა. სუპერ-გიგანტისა და სლალომის თითო ცდის შემდეგ, საუკეთესო დრო იტალიელ ფედერიკა ბრიონიონეს ჰქონდა, ვინც ოქროს მედალს დაეუფლა.

jorj
07 თებერვალი 2023 08:37
0
პრიკოლი ის იქნება, 20-25 წლის მერე ნაპოლის შემადგენლობაში 3-4 ხვიჩიკო რომ გაიჩითოს.
გია პაპა
06 თებერვალი 2023 17:48
2
კი მაგრამ როგორ დაარქმევენ როცა ჯერ კიდევ ვერ ისწავლეს მისი სახელი და ხვიჩას კი არა კიჩას ეძახიან DD ლუკა რომ ერქვას მაშინ კიდევ ხოო იმიტომ რომ ლუკაც ზალიან პოპილარული სახელია იტალიაში ! თანაც ასო ხ იტალიური დიალექტების უმეტესობაში არ არის
zura222
06 თებერვალი 2023 16:04
4
რა პრობლემაა,ზურა!კვარა დაუძახონ!იტალიელებს გადაეცი,ასე დამაბარესო!გოგოებსაც დაარქმევენ,თუ გაიგებენ,რომ კვარი,ფაქტობრივად სანთელია,სინათლის მომცემი.
სოსო
06 თებერვალი 2023 19:32
0
გენაცვალე გულში ღმერთმა დალოცოს ჩემო ვაჟკაცო კაცო შემოგევლე რას მოვესწარი ნეაპოლში რამდენი ხვიჩა გაიჩითება საღოლ ხვიჩა საღოლ
კაკაო
06 თებერვალი 2023 14:40
3
ან კიდევ, ხვიჩოლეტო!
ბადრი
06 თებერვალი 2023 14:14
0
ხვიჩანო ბამბინი
ბადრი
06 თებერვალი 2023 14:12
1
თუ არ ვცდები, ჩემპიონატი იტალიაში ივნისში სრულდება,ჰოდა,გაჩემპიონების შემთხვევაში,ნაღდად დაერქმევა მრავალ "ივნისელ" ნეაპოლელ ახალშობილს სახელი ხვიჩა. ასემც ყოფილიყოს!
კოტე
06 თებერვალი 2023 13:31
1
…საყვარელი ხვიჩიკები)))!!!
დათო
06 თებერვალი 2023 13:25
0
წარმოიდგინეთ საქართველოში მსგავსი რამ ,რომ მოხდეს სასაცილოდ აგვიგდებენ
ეჭვი მაქვს,რომ ნოემბერ-დეკემბერშიც დაბადებულებსაც ხვიჩას დაარქმევენ.
ტოტო
06 თებერვალი 2023 12:59
1
სექტემბერ-ოქტომბრამდე რა, მანამდე შვებულება აქვთ აღებული და ბოვშვებს არ აკეთებენ?
მალხაზ ჯობავა
06 თებერვალი 2023 12:40
2
9 tveshi rom ibadeba bavshi chasaxvidan eg araperi xooo??? :D
L.J .
06 თებერვალი 2023 14:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული