"კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან" - შიშკინმა ხვიჩას შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა რომან შიშკინმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"ხვიჩა დიდებულ ფორმაშია და ახლა მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა! ის მშვენივრად ჯდება "ნაპოლის" სქემაში. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, რომ ის პირველივე სეზონიდან ასეთი წარმატებით ითამაშებდა.

კვარაცხელია ახლოს არის რუსულ სულთან, ბევრი ადამიანი რუსეთში მას გულშემატკივრობს და მის გამო ნერვიულობს. ყველაზე კარგი ის არის, რომ სპალეტი ბოლომდე ენდობა ხვიჩას და მას აქვს ყველაფერი, რომ ტოპ-ფეხბურთელი გახდეს.

მიმაჩნია, რომ ლუჩანოს ხელმძღვანელობის ქვეშ ის პროგრესირებას გააგრძელებს. ყველაფერი კი იქით მიდის, რომ "ნაპოლი"
და ხვიჩა იტალიის ჩემპიონები გახდებიან", - თქვა შიშკინმა Chempionat-თან საუბარში.

alt"ნეაპოლში სექტემბერ-ოქტომბერში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი ხვიჩა იქნება" - La Gazzetta dello Sport კვარაცხელიაზე

altხვიჩა ამ შანსს მოთმინებით ელოდა... ვინ გახდება იტალიის საუკეთესო ფეხბურთელი?

მკითხველის კომენტარები / 69 /
რუსულ სულთან ახლოს ყოფილა))))))) ამან მომაგონა პელემ რომ გაიტანა და პასტრელცოვსკი დაარტყაო, სტრელცოვს რომ შეადარეს))) საოცარი ხალხია რა))
დათო
13:37 06-02-2023
8
რაც არუნდა იძახოთ ეს ბიჭი ჩვენია.სულითაც გულითაც და ყველაფრით საერთოდ. თქვენი ანზორა პაპაა და გყავდეთ,არსად დაკარგოთ
ნიკა
13:21 06-02-2023
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული