"ახალი ჯორჯ ბესტია, ხვიჩა არის მზე და ჰაერი, ის წყალია და სინათლე" - რას წერენ აღფრთოვანებული იტალიური წამყვანი გამოცემები "სპეციასთან" მატჩის შემდეგ კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
იტალიური წამყვანი გამოცემები ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი ბრწყინვალე ასპარეზობით აღფრთოვანებული არიან და ქართველი ფეხბურთელის შესახებ წერენ.

მოგეხსენებათ, ჩვენებურმა "სპეციასთან" გოლი პენალტიდან გაიტანა, შემდეგ კი ვიქტორ ოსიმენს გაატანინა, როდესაც მეკარესთან პირისპირ იყო და დარტყმა თავადაც შეეძლო.

La Gazzetta dello Sport: "გოლები, პასები... გეუფლება განცდა, რომ ხვიჩას ქუდიდან კურდღლის ამოყვანა შეუძლია (7,5 ქულა)".

Tuttosport: "ზურგზე ორი შვიდიანი, წვერი, გეტრები ოდნავ ჩამოშვებული, მაგრამ ნამდვილად გეუფლება  განცდა, რომ ის ახალი ჯორჯ ბესტია (7,5 ქულა)".

Corriere dello Sport: "ის არის მზე და ჰაერი, ის წყალია და
სინათლე. თამაშობს ფეხბურთს, რომელიც უნდა შეიყვარო (8 ქულა)".

altკვარაცხელია და კოლო მუანი - გამორჩეულად შედეგიანების დაპირისპირება ჩემპიონთა ლიგაზე

alt"ნეაპოლში ხვიჩას სახელობის პიცას მოგართმევენ, თუმცა..." - იტალიელმა მსახიობმა ქართველზე იხუმრა

მკითხველის კომენტარები / 8 /
არც მზეა, არც მთვარე, არც სინათლე და არც ჰაერი! უბრალოდ ხვიჩა არის მაგარი ფეხბურთელი და რაც მთავარია კარგი პიროვნება! ისე იტალიელები და ქართველები, ამ შემთხვევაშიც როგორ ვგავართ? გადამეტებული გვიყვარს ყველაფერი?
გიგა
08 თებერვალი 2023 00:14
0
ახალი ჯორჯ ბესტია - კარგი შედარებაა, მაგრამ შედარების სისწორე ვკითხოთ რეზო ძოძუაშვილს - რომელმაც ერთად-ერთმა თავის დროზე "ამოკეტა" ჯორჯ ბესტი. ჯორჯ ბესტი ძალიან მაგარი იყო, მაგრამ მიშა მესხს ჯობდა??? - არა მგონია!
ვაჟა მასწავლებელი
07 თებერვალი 2023 17:35
2
ნუ გვიყვარს ქართველებს მეზობელი ერივით უკოდურესობაში გადავრდნა. ფეხბურთი მარტო სილამაზე და ფინტები არ არის. ჯორჯ ბესტი არის ოქროს ბურთის მფლობელი და ჩემპიონთა თასის მომგები მანჩესტერის მოტორი. ტიპს ჰქონდა სასწაული დრიბლინგი ცენტრიდან და ორივე ფეხით მაგრად თამაშობდა. იუთუბზე მაინც შედით და მომენტები ნახეთ. ელემენტარულად გატანი
გოლების რაოდენობა ნახეთ მამჩესტერში. ლამის ყოველ მეორე თამაშში გოლი გაჰქონდა. რა თქმა უნდა სჯობდა მესხს. ისევე ბევრის აზრით სლავა მეტრეველი სჯობდა მესხს. მესხი უდიდესი იყო მაგრამ უკიდურესობაში ნუ გადავარდებით ეხლა. თამაშს ლამაზი ფინტები არ იგებს
არ ჯობდა?
07 თებერვალი 2023 21:31
2
ის არის მზე და ჰაერი,ის წყალია და სინათლე!თამაშობს ფეხბურთს,რომელიც უნდა შეიყვარო!რაღა დარჩა რომ თქვან,ის თვითონ არის ფეხბურთი?!ბევრიც აღარაფერი.გაიხსენეთ,ვის მოიხსენიებდნენ,"თვითონ ფეხბურთის" თიკუნით?იმას,ვისი სახელობის სტადიონზეც თამაშობს,ხვიჩა კვარაცხელია.რა თქმა უნდა მარადონა განუმეორებელია,მაგრამ ისე ჩანს,რომ ხვიჩა კვარაცხელიაც მალე განუმეორებელთა მარაქაში შევა.ყოველ შემთხვევაში,ნეაპოლელთა გულებში მაინც.ვნახოთ,ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის.სულ ვერიდები მის გადამეტებულად შექებას,მაგრამ იტალიელებს პირზე ხელი ავაფარო?მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონები არიან და მათმა ჟურნალისტებმა,ალბათ ჩემზე უკეთ იციან, ფეხბურთი.აი ქართულ ფეხბურთს იმედი და სიამაყე რომ დაუბრუნა,ამას კი წყალი არ გაუვა.აქ უკვე მე ვასწავლი, იტალიელებს .
სოსო
07 თებერვალი 2023 16:21
0
ჯერ არაფერი მოგვიგია. სერია A-ს რომ მოვიგებთ ხვიჩა უფრო მეტს იშრომებს მწვერვალზე ასასვლელად. ვერავითარი შექება და განდიდება ხვიჩას შრომისუნარიანობას ვერ შეანელებს. ამას ადრეც ვიძახდი. ჩვენ საიმედო ხელში ვართ, ჩენი ბიჭი გაგვანებივრებს თავისი წარმატებით. წარმატება ჩვენ მარგალტს.
G.LA
07 თებერვალი 2023 15:41
0
ის არის მზე და ჰაერი, ის წყალია და
სინათლე. ამას კომენტარი სჭირდება?
????
07 თებერვალი 2023 15:01
0
აბა შენ იცი კვარაა.... შრომა, შრომა და შრომააა.... მწვერვალიდან უფრსკულამდე ნახევარი ნაბიჯია... ღმერთმა დაგლოცოს ჩვენი გახარებისათვის...
გიორგი 50
07 თებერვალი 2023 13:53
1
გაიხარე და გამრავლდი საქართველოს გახარებისთვის !!!
გიორგი
07 თებერვალი 2023 13:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული